უჩა ნანუაშვილი მიმართვას ავრცელებს
პოლიტიკა - 11:04, 03 Dec, 2014     1509

„სახალხო დამცველი“ შეზღუდული შესაძლებლობების დღესთან დაკავშირებით მიმართვას ავრცელებს, რომელსაც „ნიუპოსტი“ უცვლელად გთავაზობთ.

„შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღე „გაერთიანებული ერების ორგანიზაციის“ ინიციატივითა და ხელშეწყობით 1992 წლიდან აღინიშნება.

საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს საზოგადოებას, თავად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებსა და სახელმწიფოს, გაერთიანდნენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მიმართ არსებული გამოწვევების დასაძლევად, შექმნან მტკიცებულებებზე დაფუძნებული ადამიანის უფლებების მიდგომით მოტივირებული სახელწიფო პოლიტიკა და მოახდინონ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების მეინსტრიმიზაცია, როგორც ბიუჯეტირებისას, ისე პოლიტიკის დაგეგმვისა და განხორციელებისას.

2014 წლის 27 ოქტომბერს საქართველოს მთავრობამ გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის შესახებ კონვენციის პოპულარიზაციის, დაცვისა და განხორციელების მონიტორინგის სტრუქტურად საქართველოს სახალხო დამცველი დაასახელა.

საქართველოს სახალხო დამცველის ოფისმა მონიტორინგის მექანიზმის თემასთან დაკავშირებით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ჩართულობის მიზნით გამართა დისკუსიები სამეგრელოს, აჭარის, იმერეთის, ქვემო და შიდა ქართლის რეგიონებში. დისკუსიებში მონაწილეობა მიიღეს ადგილობრივმა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებმა.

ასევე მონიტორინგის ეფექტური მუშაობის მექანიზმის შემუშავების მიზნით შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელმაც გამართა პირველი შეხვედრა მიმდინარე წლის 14 ნოემბერს, მეორე შეხვედრა 5 დეკემბერს გაიმართება.

2015 წლის იანვრიდან საქართველოს სახალხო დამცველის ოფისში შეიქმნება კონვენციის მონიტორინგის მექანიზმი, რომელიც მოიცავს აპარატის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების ცენტრის რეორგანიზაციას დეპარტამენტად და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ორგანიზაციების საბჭოს ფორმირებას, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ორგანიზაციების აქტიურ ჩართულობას უზრუნველყოფს, როგორც მონიტორინგის დაგეგმვის, ისე განხორციელებისა და შეფასების პროცესში.

საქართველოს სახალხო დამცველის გაზრდილი უფლებამოსილების ფარგლებში აქტიურად იმუშავებს, როგორც მონიტორინგისა და დაცვის, ასევე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების პოპულარიზაციისა და მხარდაჭერის კუთხით.

სახალხო დამცველის ყოველწლიურ ანგარიშებში ასახულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ინდივიდუალური უფლება-დარღვევები, ასევე სისტემური ხარვეზები დასაქმების, ჯანმრთელობისა და რეაბილიტაციის/აბილიტაციის, განათლებისა და პირადი ცხოვრების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისათვის. მნიშვნელოვან პრობლემად რჩება როგორც ფიზიკური, ისე საინფორმაციო ხელმისაწვდომობის შეზღუდვა, ინფრასტუქტურის ბარიერები, სამართლებრივი დაცვა და სხვა.

აღსანიშნავია, რომ გასულ წელთან შედარებით 3-ჯერ გაიზარდა სახალხო დამცველის ოფისისადმი მომართვიანობა, რაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის ცენტრის ცალკე სტრუქტურულ ერთეულად ჩამოყალიბებითა და რეგიონებში აქტიური მუშაობით იქნა შესაძლებელი. მიმდინარე წელს სახალხო დამცველის ოფისის მიერ მომზადდა სპეციალური ანგარიშები: საქართველოს საკანონმდებლო ბაზის ანალიზი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალთა უფლებების ჭრილში; სასამართლო პრაქტიკის ანალიზი შშმ ქალის–მშობლის უფლების შეზღუდვის საკითხებზე; საქართველოს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მდგომარეობის მონიტორინგი; შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის შესახებ გაეროს 2006 წლის კონვენციის მე-6 მუხლის იმპლემენტაცია საქართველოში; ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში მცხოვრები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებრივი მდგომარეობა. მიმდინარეობს მუშაობა კვლევაზე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საჭიროებებისადმი მგრძნობიარე ბიუჯეტირება ადგილობრივ თვითმმართველობებში.

მიმდინარე წელს საქართველოს სახალხო დამცველმა არაერთი რეკომენდაცია და წინადადება შეიმუშავა, რომელიც მიზნად ისახავდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების დარღვეული უფლებების აღდგენას და მოუწოდებდა მთავრობას ამ სფეროში არსებულ გამოწვევებზე ეფექტური და დროული რეაგირებისკენ.

საქართველოს სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ მოუწოდებს საქართველოს მთავრობას მოახდინოს გაეროს 2006 წლის კონვენციის ფაკულტატური ოქმის რატიფიცირება, რათა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებმა შეძლონ ინდივიდუალურ უფლება დარღვევებზე საჩივრების მომზადება და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის შესაბამისი კომიტეტისადმი მიმართვა. ასევე მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს ევროპის სოციალური ქარტიის მე–15 მუხლის 1 და მე–2 პარაგრაფების აღირებისაკენ, რომლებიც მოიცავს დებულებებს, რომელთა განხორციელების ვალდებულება საქართველომ უკვე აიღო გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა შესახებ კონვენციის რატიფიცირების შედეგად და ასევე საქართველო-ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულების მე-14 თავის 349-ე მუხლის საფუძველზე. ამ პარაგრაფების აღიარება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია საქართველოს ევროპასთან ინტეგრაციის მიმართულებით“, - ნათქვამია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42