პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, პარლამენტს ზედმეტი მოუვიდა, როდესაც იუსტიციის მინისტრის პროკურატურისგან სრულად განაიარაღა.
ამის შესახებ უსუფაშვილმა ტელეკომპანია „კავკასიის“ ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, და იუსტიციის მინისტრი, რომელიც კონსტიტუციურად პასუხისმგებელია ამ უწყებაზე, სათანადო ბერკეტებით უნდა იყოს აღჭურვილი.
"უნდა ავიღო ჩემს თავზე პასუხისმგებლობა და მოვინანიო ის, რომ მაშინდელი ცვლილებების დროს ჩვენ ზედმეტი მოგვივიდა. ზედმეტი მოგვივიდა, რომ იუსტიციის მინისტრი პრაქტიკულად სრულად განვაიარაღეთ პროკურატურის მიმართ პოლიტიკური ხემძღვანელობის განხორციელების ბერკეტებისგან. იმ კანონპროექტისთვის მხარი მაქვს დაჭერილი და ვამბობ, რომ ჩვენ მაშინ ზედმეტი მოგვივიდა. მაშინ ზედმეტად დავასუსტეთ იუსტიციის მინისტრი, ეს დაგვანახა პრაქტიკამ და ცხოვრება“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






