“ეს შენ გეხება - ისევ გვისმენენ” კამპანიაში ჩართული არასამთავრობო ორგანიზაციები ფარული მოსმენების კანონთან დაკავშირებით დღეს საგანგებო ბრიფინგს გამართავენ.
არასამთავრობოები არ გამორიცხავენ, რომ პარლამენტის მიერ მიღებული კანონპროექტის გამო მასშტაბური საპროტესტო აქციები დაიწყონ.
სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები უახლოეს დღეებში საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელს შეიტანენ და პარლამენტის მიერ მიღებულ კანონში ცვლილებების შეტანას მოითხოვენ.
„ვფიქრობთ, რომ ძალიან ბევრი მუხლი ეწინააღმდეგება იმ პრინციპებს, რომელიც კონსტიტუციაშია გაწერილი და იმედია გვაქვს, უახლოეს პერიოდში სასამართლო ისეთ გადაწყვეტილებას მიიღებს, რომელიც ამ ცუდ მუხლებს, რომელიც პარლამენტმა მიიღო, გააუქმებს“, - განაცხადა „საერთაშორისო გამჭირვალობა - საქართველოს“ ხელმძღვანელმა ეკა გიგაურმა.
მასალის გამოყენების პირობები






