უმრავლესობის წევრი ზაქარია ქუცნაშვილი უკრაინის ჯანდაცვის მინისტრად სანდრო კვიტაშვილის დანიშვნას ეხმაურება.
როგორც გადაცემა "არჩევანში" ქუცნაშვილმა განაცხადა, კვიტაშვილს როგორც რეფორმატორს საქართველოში არ იცნობენ.
„სააკაშვილი ცდილობდა თავი წარმოეჩინა როგორც მოთხოვნადი ადამიანი, მაგრამ გამოჩნდა რომ ეს ასე არ არის. დამისახელეთ ერთი წარმატებული რეფორმა, რომელიც კვიტაშვილის მინისტრობის დროს საქართველოში განხორციელდა, საქართველოში მას როგორც რეფორმატორს არ იცნობენ, რა გააკეთა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ეკა ზღულაძემ? მე მათ წარმატებებს ვუსურვებ, მაგრამ ეს არის ფაქტი“ -განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.
დეპუტატმა ხუმრობით გადაცემის წამყვანს შესთავაზა, რომ "რუსთავი 2"-მა უკრაინის მთავრობას საქართველოს ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ განხორციელებული რეფორმები აჩვენოს.
"უკრაინელ ხალხს თქვენ და მე უნდა მივეხმაროთ, თუ რაიმე წარმატებული რეფორმაა განხორციელებული „რუსთავი 2“-მა უნდა აჩვენოს და უკრაინის მთავრობას სხვა მინისტრებიც უნდა შესთავაზოს. ჩავატაროთ კასტინგი და შევთავაზოთ უკრაინის მთავრობას ჩვენი ყოფილი წარმატებული მინისტრები", - განაცხადა ქუცნაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






