ალექსანდრე კვიტაშვილი უკრაინის ჯანდაცვის მინისტრი გახდა
პოლიტიკა - 21:31, 02 Dec, 2014     4094

ალექსანდრე კვიტაშვილი, უკრაინის ჯანდაცვის მინისტრის პოსტზე დაამტკიცეს.

"ეს არის კაცი, რომელმაც საქართველოში რადიკალური რეფორმაბი გაატარა, ეს არის კაცი, რომელმაც მიიღო უკრაინის მოქალაქეობა, ეს არის კაცი, რომელიც რადიკალურ რეფორმებს გაატარებს უკრაინისთვის," - განაცხადა არსენი იაცენიუკმა კვიტაშვილის წარდგენისას.


მიუხედავად გარკვეული დეპუტატების პროტესტისა, უკრაინის პრეზიდენტმა მაინც შესძლო მინიტრთა კაბინეტში სხვა ქვეყნის მოქალაქეთა შეყვანა.


"მე მტკიცედ ვდგავარ ჩემს პოზიციაზე, რომ ჩვენ აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ უცხოელების პოტენციალი, მათ შორის მათი მინიტრთა კაბინეტში შეყვანის ფორმითაც," - აღნიშნა პოროშენკომ პარლამენტის ტრიბუნიდან გამოსვლისას.

როგორც ცნობილია, უკრაინის მინისტრთა კაბინეტში კიდევ ორი უცხოელი იქნება.

ლიტველი აივარას აბრამავიჩუსი ეკონომიკის მინისტრის თანამდებობას დაიკავებს, ხოლო ამერიკელი ნატალია იარესკო ფინანსთა მინისტრი იქნება.

თანამდებობა შეინარჩუნა შინაგან საქმეთა მინისტრმა არსენ ავაკოვმაც. არსებული ინფორმაციით, მისი მოადგილის თანამდებობას ეკა ზღულაძე დაიკავებს.

უკრაინის შს მინისტრის მოადგილის პოსტზე ზღულაძის დანიშვნის შესახებ ინფორმაცია საქართველოს ექს-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმაც დაადასტურა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42