,,ახლა შეენთოთ ცეცხლი, და ეს ცეცხლი შეუნთო იმ ,,ბრძენმა“ კაცმა... უკრაინა არ გახსენებიათ, როდესაც მას ბომბავდნენ; უკრაინა არ გაახსენდათ როდესაც მისი ტერიტორიების ანექსია ხდებოდა, უკრაინა არ გახსენებიათ მაშინ, როდესაც ჩვენი ქართველები ღვრიდნენ აქ სისხლს და უკრაინის გმირობა მიანიჭა დათო ყიფიანს პოროშენკომ. უკრაინა გაახსენდათ მაშინ, როცა ჩვენს ოფიცრებს ეუბნეოდნენ, რომ არ წასულიყვნენ უკრაინაში, თორემ დედას გიტირებთო... და ეხლაც ასობით ოფიცერია გამზადებული, ვისაც უნდა წამოსვლა, მაგრამ ეუბნებიან, რომ თუ წავლენ პრობლემებს შეუქმნიან. აი, ამ პირობებში, მხოლოდ ერთადერთი მიზნით ხდება ეს ვიზიტი, რომ შემდგომი დანიშვნები არ იყოს“, - განაცხადა სააკაშვილმა.
მისივე თქმით, ქართველები უკრაინაში სამწუხაროდ საქართველოს თემებზე სამუშაოდ არ ინიშნებიან. ექსპრეზიდენტის განცხადებით, მათი რეფორმატორული გამოცდილების გამოყენების საშუალება საქართველოში ჯერ-ჯერობით არ არის. სააკაშვილის თქმით, საქართელოს მთავრობის მხრიდან ადგილის აქვს მცდელობას, უკრაინა იყოს გარეული საქართველოს შიდა ინრიგებში, რაც სააკაშვილის თქმით, უკრაინელი ხალხის შეურაცხყოფაა.
,,აქ ეს ხალხი ინიშნება არა საქართველოს თემებზე სამუშაოდ, საუბედუროდ... ჩემი თხოვნა მათდამი იყო, რომ მთლიანად გადაერთეთ უკრაინის მოვლენებზე. ნუ ჩაებმებით რაღაც შიდაპოლიტიკურ ინტრიგებში საქართველოში, ეს ჩვენი საქმე არ არის, ეს იქნებოდა უკრაინელების უპატივცემულობა. ამათ აქვთ პოზიტიური გამოციდლება რეფორმების და ვინაიდან ჯერ-ჯერობით ამ გამოციდლების გამოყენების საშუალება საქართველოში არ არის, ეს უნდა გადავიტანოთ უკრაინაზე. არ გვინდა უკრაინის გარევა ჩვეს შიდა ინტრიგებში, ჩვენ არ ვრევთ და საქართველოს მთავრობა რევს სამწუხაროდ. ეს არის დუცი... ცდილობენ უკრაინა ჩაითრიონ საქართველოს შიდა იტრიგებში და ამას ჩვენ არ ვაკადრებთ არც ჩვენს თავს, არც ჩვენს ქვეყანას, არც ჩვენს უკრაინელ მეგობრებს და ჩვენს ხალხს, ვინც აქ დაინიშნა“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






