ძალიან ძნელი წარმოსადგენია რომ უკრაინაში ვერ მოიძებნა უკრაინის პატრიოტი და პროფესიონალი ადამიანები, რომლებიც უკრაინიას წინ წაწევენ - ეს განცხადება ,,გაერთანებული დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ გააეთა. მისი თქმით, თუ უკრაინაში ქართველი ყოფილი მაღალჩინოსნები დაინიშნენ მთავრობაში, საქართველომ უკრაინასთან დიპლომატიური ურთიერთობები უნდა გაწყვიტოს.
,,ნამდვილად შემიძლია ვთქვა, რომ არაფერს კარგს უკრაინას არ მოუტანენ სააკაშვილის ხელისუფლების წარმომადგენლები და თავად სააკაშვილი იმიტომ, რომ სააკაშვილი არის ადამიანი, რომელმაც თავისი უგონო პოლიტიკით საქართველოს ტერიტორიების 20 % დააკარგინა და უმძიმეს რეალობაში ჩააყენა ქვეყანა.
უკრაინა, რომელიც ახლა პრაქტიკულად იმეორებს იმ შეცდომებს, რაც სააკაშვილმა დაუშვა 2008 წელს, ნამდვილად პოლიტიკურ გარღვევას საჭიროებს.
რაც შეეხება განცხადებებს რაც მე დღეს მოვისმინე მთავრობის მხრიდან, რომ ეს თურმე საწყენი იქნება, ბატონებო თქვენ გავიწყდებათ, რომ სუვერენული სახელმწიფოს წარმომადგენლები ხართ! რას ნიშნავს საწყენი იქნება თუ უკრაინაში თანამდებობაზე დაინიშნებიან დამნაშავე რეჟიმის წარმომადგენლები, რომლებიც იძბნებიან საქართველოში?
ასეთ შემთხვევაში ჩვენ, თუ სუვერენული სახელმწიფო ვართ, პრაქტიკულად უნდა მივიდეთ უკრაინასთან დიპლომატიური ურთიერთობის გაწყვეტამდე. რა თქმა უნდა ჩვენ ეს არ უნდა დავუშვათ! ამისათვის მთავრობას უნდა ემუშავა უკრაინაშიც, მთელ მსოფლიოშიც და სააკაშვილის და მისი გუნდის რეალური სახე უნდა დაენახებინა როგორც მტერისთვის ისე მოყვარისთვის. თუმცე ეს ვერაფერი ხელისუფლებამ ვერ გააკეთა. დღეს სააკაშვილი უკრაინაში თავს გრძნობს გაცილებით უკეთ, ვიდრე ნებისმიერ სხვა ადგილზე და ეს არის იმის ბრალი, რომ საქართველოს ხელისუფლებამ სიმართლე სააკაშვილზე და მის რეჟიმზე ვერ გაიტანა ქვეყნის ფარგლებს გარეთ.
თუ უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლები შეისმენენ ამ განცხადებას კარგი იქნება იმიტომ, რომ სააკაშვილის ჭკუაზე სიარული მათ კიდევ უფრო გადააჩეხინებს უკრაინას იმ უფსკრულში, რომლისკენაც სამწუხაროდ უკრაინა ეხლა მიექანება“, - აცხადებს ბურჯანაძე.
მასალის გამოყენების პირობები






