სოციალურად დაუცველთათვის სტატუსის მინიჭება ახალი მეთოდით მოხდება. სტატუსის განსაზღვრისას ქულების რაოდენობაზე გავლენას ვერ მოახდენს საყოფაცხოვრებო ნივთების არსებობა, ასევე არ იქნება გათვალისწინებული სოცილაური აგენტის სუბიექტური შეფასება.
აღსანიშნავია, რომ მოხდება ქულების რამდენიმე კატეგორიად დაყოფა, მაგალითად თუ ოჯახს აქვს 30 ათასიდან 57 ათასამდე ქულა ის მიიღებს 60 ლარს, თუ აქვს 57 ათასიდან 60 ათასამდე ქულა მიიღებს 50 ლარს, ხოლო 60 ათასიდან 65 ათასამდე ქულის მფლობელები მიიღებენ 30 ლარიან დახმარებას. აგრეთვე სოციალურად დაუცველ ოჯახებს, რომლებსაც ჰყავთ ბავშვი მიიღებენ დამატებით 10 ლარიან დახმარებას.
აღნიშნულ ინიციატივასთან დაკავშირებით უმცირესობის წარმომადგენლები შიშობენ, რომ კატეგორიებად დაყოფის შემთხვევაში შესაძლოა ბევრი სოციალურად დაუცველი დახმარების გარეშე დარჩეს.
მასალის გამოყენების პირობები






