გაფიცული რკინიგზელები დღეს გამაფრთხილებელ აქციას გამართავენ
პოლიტიკა - 18:16, 02 Dec, 2014     1646

„საქართველოს რკინიგზის“ გაფიცული თანამშრომლები და სტუდენტები აფრიკის სარკინიგზო დეპოში გამაფრთხილებელ აქციას გამართავენ.

ამის შესახებ პროფკავშირების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

აქცია 20:00 საათზეა დაგეგმილი და როგორც ცნობილია, მას სტუდენტებიც შეუერთდებიან.

„მეშვიდე დღეა გრძელდება რკინიგზელთა სრულმასშტაბიანი გაფიცვა, სარკინიგზო მოძრაობა გაჩერებულია მთელი საქართველოს მასშტაბით. რკინიგზელთა სამართლიანი მოთხოვნებია:

1. ახალი სამართლიანი სახელფასო ბადის შემუშავება, რომელშიც გათვალისწინებული იქნება რკინიგზელთა სტაჟი და კვალიფიკაცია

2. სამართლიანი საპრემიო სისტემის შემოღება, კერძოდ: მე-13 ხელფასის სახით

3. ზეგანაკვეთური შრომის ანაზღაურება, რკინიგზელებთან შეთანხმებით დადგენილი ტარიფით.

ადმინიტრაციის მიზანია არ დააკმაყოფილოს რკინიგზელთა მოთხოვნები და შეაჩეროს გაფიცვა. ისინი მუქარის, შანტაჟის, ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლის მეშვეობით ცდილობენ გაფიცვის უფლების შეზღუდვას და გაფიცულთა ხმის ჩახშობას. ადმინისტრაცია უგულებელყოფს გაფიცულთა მოთხოვნებს და ცდილობს შექმნას ილუზია, რომ მათი ჩანაცვლება შესაძლებელია.

რკინიგზის ადმინისტრაციამ სცადა საქართველოს პროფკავშირების გაერთიანებისა და რკინიგზელთა ახალი პროფკაშირის მოტყუება, რამაც მოლაპარაკებების პროცესი უკიდურეს დაძაბულობამდე მიიყვანა - რკინიგზელებმა აღნიშნული ქმედება მიზანმიმართულ საბოტაჟად აღიქვეს და მთელი ქვეყნის მასშტაბით სრული მობილიზაცია გამოაცხადეს. რკინიგზელთა ახალმა პროფკავშირმა მედიამორატორიუმი დაარღვია. გაფიცვა გრძელდება.

ადმინისტრაციის მოქმედება, პირველ რიგში მშრომელთა უფლებების საზოგადოებრივი დღის წესრიგში დაყენებას ეწინააღმდეგება და ყოველგვარი მეთოდის გამოყენებით ცდილობს საყოველთაო სოლიდარობის გამოხატვისთვის ხელის შეშლას - სოლიდარობა კი ძალიან მნიშვნელოვანია სწორედ ამ უფლებების აღიარებისა და მათი მასშტაბური განხორციელებისათვის ბრძოლის გზაზე.

მოვუწოდებთ ყველას, ყველა სტუდენტს თუ სტუდენტურ ჯგუფს, შემოუერთდეს გამაფრთხილებელ აქციას აფრიკის სარკინიგზო დეპოში, რომელიც დაიწყება დღეს, 2 დეკემბერს, 20:00 საათიდან !!

სტუდენტთა სოლიდარობის ეს აქტი მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც ეს არის შრომითი ექსპლუატაციის წინააღმდეგ თვითორგანიზებული წინააღმდეგობის დასაწყისი!

ადგილზე შეგიძლიათ მოხვიდეთ 2 ნომერი ავტობუსით ბარათაშვილის ხიდიდან, 5 ნომერი მიკროავტობუსით სამგორიდან“, - ნათქვამია პროფკავშირების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42