„თავისუფალი დემოკრატების“ ერთ-ერთი ლიდერის ალექსი პეტრიაშვილის თქმი, თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნები პროკურატურამ დააკავა იმის გამო, რომ ჩვენება გამოეძალათ.
ამის შესახებ პეტრიაშვილი „ფეისბუქზე“ წერს.
„ჩვენ, თავისუფალი დემოკრატები, ვუერთდებით ადვოკატების მოთხოვნას აღმკვეთი ღონისძიების შეცვლის თაობაზე! საზოგადობას მოგმართავთ: თქვენც შეუერთდით! განთავისუფლდნენ საპატიმროდან უკანონოდ დაკავებულები და გამოძიებაც მალე მივა ლოგიკურ დასასრულამდე! თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლები თავად დაეხმარებიან პროკურატურას, რომ ეს სწრაფად მოხდეს! პირადად ჩემთვის, ყველაფერი ცხადზე ცხადია! პროკურატურას არც მოტივი აქვს დანაშაულის და არც მტკიცებულებები! საიდან ექნება, როდესაც დანაშაულს ადგილი არ ჰქონია! ცხადია, დააკავეს, რომ ჩვენება გამოეძალათ! ამას უკვე ემოციურ-სოლიდარული გაუგებრობაც აღარ ჰქვია, ამხ. პროკურატორებო!“, - წერს პეტრიაშვილი.
თავდაცვის სამინისტროს დაკავებული მაღალჩინოსნების ადვოკატები აპირებე სასამართლოს მათი დაცვის ქვეშ მყოფების მიმართ, აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შუამდგომლობით მიმართონ. პროკურატურამ თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნები 28 ოქტომბერს სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი თანხის გაფლანგვა ბრალდებით დააკავა.
მასალის გამოყენების პირობები






