ე.წ. კაბელების საქმეზე გამოძება "დელტაკომის" საჩივრის საფუძველზე დაიწყო
პოლიტიკა - 18:02, 02 Dec, 2014     1874

პროკურატურამ ე.წ. კაბელების საქმეზე გამოძიება „დელტაკომის“ საჩივრის საფუძველზე დაიწყო. „დელტაკომში“ კი აცხადებენ, რომ თავდაცვის სამინისტრომ ტენდერი შეგნებულად კანონდარღვევით ჩაატარა.

თავდაცვის სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნების ადვოკატის განცხადებით, საჩივარი მტკიცებულებებს მოკლებულია.

სოსო ბარათაშვილის თქმით, არ არსებობს საქმეში არანაირი მტკიცებულება, რომელიც თავდაცვის სამინისტროს ყოფილი თანამშრომლების ბრალეულობას დაამტკიცებს.

„გამოძიება დაწყებულია „დელტაკომის“ საჩივრის საფუძველზე. როდესაც ჩატარდა ექსპერტიზა , ექსპერტმა დაუძახა „დელტაკომის“ წარმომადგენელს და ჰკითხა, რომ თქვენ ამ სამუშაოს ასე ვთქვათ, რა ფასად შეასრულებდით. „დელტაკომის“ წარმომადგენელმაც განაცხადა, რომ ის ამ საქმეს შეასრულებდა უფრო ნაკლებად. თუ ამას გამარჯვებული კომპანია ასრულებდა 6 მილიონად , მე შევასრულებდი ორ მილიონადო. 6 მილიონს გამოაკლეს 2 მილიონი და მიიღეს 4 მილიონი და ეს არის თითქოს ასე ვთქვათ გაფლანგული თანხა,“- განაცხადა სოსო ბარათაშვილმა.

თავდაცვის სამინისტროს მაღალი თანამდებობის პირების საქმეზე პროკურატურამ საგამოძიებო ვადის ორი თვით გადაწევა მოითხოვა. ბარათაშვილის ინფორმაციით, პროკურატურამ სასამართლოს შუამდგომლობით წინასასამართლო სხდომის 2015წლის 10 თებერვალამდე გადადების შესახებ მიმართა.

დაკავებულების დამცველებს მიაჩნიათ, რომ პროკურატურა ბრალდების დასაბუთები სსაფუძვლებს ახლა ეძებს და სხდომის გადადება ამ მოტივით მოითხოვა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42