სოციალურად დაუცველ ოჯახებს გადაუხდელობის გამო გაზმომარაგება აღარ შეუწყდებათ
პოლიტიკა - 17:45, 02 Dec, 2014     1565

საქართველოს მასშტაბით, „სოკარ ჯორჯია გაზის“ აბონენტები, რომლებიც სოციალურად დაუცველი ოჯახის სტატუსით სარგებლობენ, დაგროვილ დავალიანებას ეტაპობრივად დაფარავენ.

ვიცე-პრემიერი/ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე, ქალაქ რუსთავის მერი დავით ჯიქია, ქალაქ რუსთავის საკრებულის თავმჯდომარე დავით მაღლაკელიძე, ქვემო ქართლის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელი რამინ ისმაილოვი და კომპანია „სოკარ ჯორჯია გაზის“ წარმომადგნლები ქალაქ რუსთავში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ ავალიშვილების მრავალშვილიან ოჯახს ესტუმრნენ და სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის შეღავათების ახალი პროექტის დეტალები გააცნეს.

სოციალურად დაუცველი ოჯახები „სოკარ ჯორჯია გაზისგან“ დამატებითი სერვისებითაც უფასოდ ისარგებლებენ.

იმ შემთხვევაში, თუ სოციალურად დაუცველთა კატეგორიას მიკუთვნებული ოჯახი მიიჩნევს, რომ მათი ბუნებრივი გაზის აღრიცხვის კვანძი გამართულად არ მუშაობს ან ბინებში დამონტაჟებული გაზის გამათბობლების/გაზზე მომუშავე წყლის გამაცხელებლების გამართულობაში ეჭვი ეპარებათ, შეუძლიათ წერილობით მიმართონ „სოკარ ჯორჯია გაზს“. კომპანიის თანამშრომლები ადგილზე შეამოწმებენ აღრიცხვიანობის სისტემას და უსასყიდლოდ აღმოფხვრიან ხარვეზს.

ანალოგიურ შეღავათებს მოსახლეობას სთავაზობს კომპანია „ყაზტრანსგაზ-თბილისი“, რაც ნიშნავს, რომ რეგიონების მსგავსად, თბილისში მცხოვრები ყველა სოციალურად დაუცველი ოჯახი შეძლებს ზამთარში დაგროვილი დავალიანების ეტაპობრივად გადახდას, ხოლო ბუნებრივი გაზის აღრიცხვიანობის სისტემა უსასყიდლოდ მოუწესრიგდებათ.

მხოლოდ ქვემო ქართლში სოციალურად დაუცველთა კატეგორიას ამჟამად 12 000 ოჯახი მიეკუთვნება, თბილისში კი ამავე სტატუსით 25 000-ზე მეტი ოჯახი ცხოვრობს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42