ზუგდიდში ხანძარს 760 000 ლარიანი სახანძრო მანქანა ჩააქრობს
პოლიტიკა - 15:18, 02 Dec, 2014     3351
ზუგდიდის მომავალი 2015 წლის ბიუჯეტი არ გაზრდილა და დაახლოებით იგივე დარჩა რაც წინა წლებში იყო - 15 მილიონ ლარზე ცოტა მეტი. გაზეთ „ქრონიკა+“-ის ინფორმაციით, ბიუჯეტის განხილვისას, ზუგდიდის მერმა განაცხადა, - „გზებს ალბათ 2016 ან 2017 წლამდე ვერ დავაგებთო“

ასევე ცნობილი ხდება, რომ ზუგდიდში მოქმედი სასულიერო სემინარია დაფინანსდება 12 ათასი ლარით, ხოლო ივერიის ღვთისმშობლის ხატის ეკლესიის მშენებლობისთვის 100 ათასი ლარია გათვალისწინებული, ახალგაზრდული პროგრამების დაფინანსებისთვის კი 50 ათასია გამოყოფილი.

სოციალური და ჯანდაცვის პროექტებისთვის 850 ათასი ლარი, ხოლო ერთი სახანძრო მანქანისთვის 760 ათასი ლარია გათვალისწინებული.

ზუგდიდის ხელმძღვანელობის განცხადებით ამ ღირებულების სახანძრო მანქანა კერძო სამეწარმეო ობიექტებზე ხანძრის წინააღმდეგ ეფექტური ბრძოლისთვის სჭირდებათ.

სახანძრო მანქანის ისტორია წინა ხელისუფლების დროიდან იღებს სათავეს, მანქანის ყიდვა ზუგდიდის ინფრასტრუქტურული განვითარების გეგმის შესრულების პარალელურად იგეგმებოდა, ანუ როცა ქალაქი გაფართოვდებოდა, ინვესტიციები წამოვიდოდა და ქალაქის ბიუჯეტი გაიზრდებოდა, ძვირადღირებული ცეცხლმაქრი შემდგომ უნდა ეყიდათ. მანამდე კი გაარკვიეს, კონკრეტულად რომელ მანქანას, რა მოდელს შეიძენდნენ და დაიწყეს სათადარიგო ნაწილების შეძენა ამ მანქანისთვის.

„ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ მიიჩნია, რომ „ნაციონალების“ დროს ამ კუთხით რაღაცას თაღლითობდნენ და ზუგდიდის სახანძრო რაზმის უფროსი დაკითხვებზე ატარეს. იმ საბაბით თუ რატომ ყიდულობდნენ სათადარიგო ნაწილებს და რა საჭიროებას წარმოადგენდა ამხელა ღირებულების მანქანის შეძენა.

ხელისუფლებაში მოსვლისთანავე ეს მანქანა საჭირო გახდა, სახანძრო სამსახურის უფროსის თამაზ უბილავას განცხადებით: ეს მანქანა მუზეუმში გაჩენილ ხანძრებს აქრობს ისე, რომ ექსპონატები არ ზიანდება, მისივე თქმით ასეთი მანქანა ევროპის ბევრ ქვეყანასაც კი არ აქვს.

წყარო „ ქრონიკა+“





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42