პრეზიდენტმა ცესკოს წევრის ერთ ვაკანტურ თანამდებობაზე პარლამენტს ლევან ტურაშვილის და ზურაბ ხრიკაძეს კანდიდატურები წარუდგინა.
როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა დავით პატარაიამ განაცხადა, კანდიდატების შერჩევა გამჭვირვალე პროცედურებით მიმდინარეობდა.
„საკონკურსო კომისია დაკომპლექტებული იყო 6 წევრისაგან, რომელთაგან 3 არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელი იყო, ხოლო 3 საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელი. კანდიდატებს საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით შთამბეჭდავი გამოცდილება აქვთ. მათ მონაწილეობა აქვთ მიღებული როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო პროექტებში", - განაცხადა პატარაიამ.
ცესკოს კანდიდატთა შესარჩევი კონკურსი 4 ნოემბერს გამოცხადდა. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში 18 განაცხადი შევიდა, რომელთაგან კომისიამ პრეზიდენტს 3 კანდიდატურა წარუდგინა.
მასალის გამოყენების პირობები






