„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი მიხეილ მაჭავარიანი მთავრობის სავიზო და საიმიგრაციო პოლიტიკას ,,იზოლაციონისტურს" და ,,უგუნურს“ უწოდებს.
"როგორც თქვენთვის ცნობილია, ჩვენს ბევრ თანამემამულეს, რომლების სხვადასხვა ქვეყნების, მათ შორის ევროკავშირისა და აშშ-ს მოქალაქეები არიან ახლანდელი მთავრობის იზოლაციონისტური და უგუნური სავიზო და საიმიგრაციო პოლიტიკის შედეგად უამრავი პრობლემა შეექმნათ. საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, რომელიც აღნიშნული საზიანო რეგულაციების ავტორია, არ გამოხატა ამ პრობლემების მოგვარების მზაობა და მიზეზად და მთავარ პრობლემად პარლამენტში "ხმების პრობლემა" დაასახელა. "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" მხარს უჭერს ნებისმიერ საკანონმდებლო, მათ შორის, საკონსტიტუციო წინადადებას, რომელიც მოაგვარებს ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვან პრობლემას და საქართველოში მოღვაწეობას გაუადვილებს ათასობით ჩვენს თანამემამულეს", - განაცხადა მიხეილ მაჭავარიანმა
მასალის გამოყენების პირობები






