დედაქალაქის მერიაში ტენდერების დრო დადგა და შესაბამისად უწყების სატენდერო კომისიამ ქალაქის ინფრასტრუქტურულ კეთილმოწყობაზე ტენდერები გამოაცხადა.
სატენდერო კომისიამ თბილისის გამწვანება ისევ „ნაციონალური მოძრაობის“ დროს სკანდალურად ცნობილ „გრინსერვისს“ ანდო. ამჯერად კომპანიის სათაურში „+“-ია დამატებული, თუმცა საჯარო რეესტრის მიხედვით კომპანიას იგივე სამი დამფუძნებელი ჰყავს, რომელთაგან ორზე საქმეა აღძრული . 33%-ის მფლობელი ძველი თბილისის ყოფილი გამგებელი ლაშა ფურცხვანიძეა, 33%-ის ზურაბ ჟვანის დაცვის ყოფილი უფროსი კობა ხარშილაძე, 34%-ის ტარიელ კიკნაძე. კომპანიის დირექტორის ფუნქციები ლაშა ფურცხვანიძეს აქვს შეთავსებული.
დავთ ნარმანიას უწყებამ საახალწლო განათება ამჯერადაც „სინათლის ქალაქს“ ანდო და მოგებული ტენდერის ღირებულებად 575967 ლარი განსაზღვრა, თუმცა საახალწლო ღონისძიებების ჩამონათვალი, რომელთა განათებაც კომპანიამ უნდა უზრუნველყოს ჯერჯერობით , არ არსებობს.
კომპანიიის ახლო წარსული გიგი უგულავას უკავშირდება და თავის დროზე „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები აცხადებდნენ , რომ ამ საწარმოს უგულავამ საკრებულოს გვერდის ავლით 800 ათასი ლარი გამოუყო , მონოპოლისტ კომპანიად აქცია და პარტიული აქტივის დასაფინანსებლად გამოიყენა. ნარმანიას მიერ დანიშნულ ამ საწარმოს დირექტორზე ვასილ ხორავაზე ვრცელდება ინფორმაცია, რომ თაღლითურ სქემებში მონაწილეობდა და მას ამერიკაში მცხოვრები ქართველები ათიათასობით აშშ დოლარის მითვისებაში სდებდნენ ბრალს.
„ოცნების“ მერიაში კიდევ ერთი ტენდერი „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატის, თემურ კოხოძის კომპანია „თეგეტა მოტორსმა“ მოიგო. 56 990 ლარს „თეგეტა მოტორსი“ მერიის სამსახურებრივი ავტომობილების ზამთრის საბურავებით აღჭურვას მოახმარს.
წყარო „ ქრონიკა+“
მასალის გამოყენების პირობები






