ომბუდსმენი შშმ ბავშვის მიმართ განხორციელებული ძალადობაზე განცხადებას ავრცელებს
პოლიტიკა - 14:08, 02 Dec, 2014     1251

სახალხო დამცველი შშმ ბავშვის მიმართ განხორციელებული ძალადობის სავარაუდო ფაქტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

„საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის, ბავშვის უფლებების დაცვის ცენტრში, 2014 წლის 16 ოქტომბრიდან, მიმდინარეობს საქმისწარმოება, თბილისის ერთ–ერთ კერძო სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებაში შშმ სტატუსის მქონე აღსაზრდელის მიმართ სავარაუდო ძალადობის (ცემის) შესახებ.

სახალხო დამცველის აპარატმა საქართველოს მთავარი პროკურატურიდან და სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროდან საქმის შესწავლისათვის საჭირო დოკუმენტაცია გამოითხოვა. დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით, სახალხო დამცველის რწმუნებულები სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებაში შეხვდნენ ბავშვის აღმზრდელ–პედაგოგებს, ხოლო სახალხო დამცველის ოფისში უჩა ნანუაშვილი პირადად შეხვდა ბავშვის დედას.

სახალხო დამცველის ბავშვის უფლებების ცენტრის მიერ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების მიხედვით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარ სამმართველოში მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 125–ე მუხლის (ცემა) პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით. საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში დაიკითხნენ მოწმეები, დაინიშნა და ჩატარდა ტრასოლოგიური და სასამართლო–სამედიცინო ექსპერტიზები, თუმცა სისხლისსამართლებრივი დევნა კონკრეტული პირის მიმართ დაწყებული არ არის.

აღსანიშნავია, რომ ბავშვის კანონიერი წარმომადგენლის – დედის განცხადებით, საქმისწარმოების არცერთ ეტაპზე არ მომხდარა ფსიქოლოგის ჩართვა. ასევე, გაჭიანურდა დაზარალებულის სტატუსის მინიჭება.

სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს მთავარ პროკურატურასა და შინაგან საქმეთა სამინისტროს, გონივრულ ვადაში წარმართონ გამოძიება და გამოიყენონ მათ ხელთ არსებული ყველა სამართლებრივი საშუალება, რათა თავიდან იქნეს აცილებული გამოძიების გაჭიანურება და დადგინდეს საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტება. ამავდროულად, საქმის წარმოების ყოველ ეტაპზე დაცული უნდა იქნეს სისხლის სამართლის პროცესის მონაწილეთა კონსტიტუციური უფლებები და თავისუფლებები, ძალადობის მსხვერპლის ჭეშმარიტი ინტერესები. სახალხო დამცველი აგრძელებს საქმის შესწავლას და დაკვირვებას გამოძიების მიმდინარეობაზე“, - ნათქვამია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42