
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ მეოთხე თაობის ფართოზოლოვანი (ინტერნეტ) მომსახურების (4G) დასანერგად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის გასაცემად აუქციონი გამოაცხადა.
აუქციონზე გამოტანილი რესურსით სარგებლობის ლიცენზიის საწყისი საფასური 48 მილიონ 364 ათას 386 ლარს შეადგენს. აუქციონზე გატანილია 800 მეგაჰერცის დიაპაზონში 10x10 მეგაჰერციანი მონაკვეთი.
აუქციონში გამარჯვებული კომპანია ვალდებული იქნება 2016 წლის 1 თებერვლამდე მეოთხე თაობის ფართოზოლოვანი (ინტერნეტ) მომსახურება დანერგოს საქართველოს იმ დასახლებულ პუნქტებში, სადაც საქართველოს მოსახლეობის უახლესი საყოველთაო აღწერის მონაცემებით, მოსახლეობის რაოდენობა 5 ათასზე ნაკლებია.
აუქციონში მონაწილეობის პირობების შესახებ დეტალური ინფორმაცია კომუნიკაციების ეროვნული კომისიის გვერდზე უახლოეს დღეებში გამოქვეყნდება.
მასალის გამოყენების პირობები






