მომხდარს ვერასოდეს შევეგუებით - პატრიარქი რუსეთ-აფხაზეთის ე.წ. დოკუმენტზე
პოლიტიკა - 13:15, 02 Dec, 2014     1755

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე რუსეთსა და აფხაზეთს შორის ე.წ. დოკუმენტის გაფორმებას ეხმაურება.

როგორც პატრიარქის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, აღნიშნული ფაქტით საქართველო-რუსეთს შორის არსებული სიტუაცია კიდევ უფრო მწვავდება.

„რუსეთის ფედერაციის ხელისუფლება აფხაზეთის დეფაქტო მთავრობასთან (და მომავალში, ალბათ, ე.წ. სამხრეთ ოსეთის მმართველ ძალასთანაც) ხელშეკრულების გაფორმებით საქართველო-რუსეთს შორის არსებულ ისედაც რთულ პოლიტიკურ სიტუაციას კიდევ უფრო ამწვავებს და ერთმანეთისაგან აშორებს ორ მოძმე მართლმადიდებელ ხალხს. მინდა, საზოგადოების ყურადღება ორ მომენტზე შევაჩერო: ამ ხელშეკრულებით უგულებელყოფილ იქნა საერთაშორისო სამართლით საყოველთაოდ აღიარებული პრინციპი, რომლის მიხედვითაც მსგავსი გადაწყვეტილების მიღებისას გათვალისწინებული უნდა იყოს ნება ადგილობრივი ძირძველი მოსახლეობისა. ყველამ იცის, რომ ჩვენს შემთხვევაში, ამ მოსახლეობის უდიდესი ნაწილი 20 წელზე მეტია, იძულებით არის გადაადგილებული და, ბუნებრივია, მონაწილეობას ვერ იღებდა ტერიტორიის ბედის განსაზღვრაში. უკვე მერამდენედ აღვნიშნავთ იმასაც, რომ კარგა ხანია, არ გვეძლევა საშუალება აფხაზეთში მცხოვრები საქართველოს ეკლესიის მრევლის რელიგიური მოთხოვნილებების დაკმაყოფილებისა, რაც ასევე საერთაშორისო კანონების დარღვევაა და სხვა. რა თქმა უნდა, მომხდარი ფრიად სამწუხარო რეალობაა, რომელსაც ჩვენ ვერასოდეს შევეგუებით. მე ადრეც ვამბობდი და კვლავაც გავიმეორებ, რომ ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყნისათვის ეს დროებითი განსაცდელია. საქართველო აფხაზებთან და ოსებთან ძმურ ურთიერთობას ადრე თუ გვიან აღადგენს და აღადგენს ტერიტორიულ მთლიანობას, რადგან სიმართლე და სამართლიანობა აუცილებლად იზეიმებს“- ნათქვამია კათოლიკოს-პატრიარქის განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42