ბრიუსელში ნატოს საგარეო საქმეთა მინისტერიალი იხსნება. მინისტერიალს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დაესწრება. ბერუჩაშვილი ვიზიტის ფარგლებში ორმხრივ შეხვედრებს გამართავს. საგარეო უწყების ხელმძღვანელი რუსეთსა და აფხაზეთს შორის გაფორმებულ ე.წ. დოკუმენტზე და ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებულ ვითარებაზე ისაუბრებს.
„საქართველო აგრძელებს ევროპული და ევროატლანტიკური კურსის ფარგლებში არსებული ვალდებულებების განხორიცელებას. შესაბამისად, პლენარულ სესიაზე ამ თემაზე ვისაუბრებთ. ნატო და ნატო-ს წევრი ქვეყნები გმობენ რუსეთის ქმედებას და მხარს უჭერენ საქართველოს ტერიტორიას და არ აღიარებენ არც ერთ ხელშეკრულებას. შესაბამისად, ჩვენი საუბრის ძირითადი თემა იქნება ყველა ის პრიორიტეტული საკითხი, რომელიც საქართველოს ნატო-სთან ინტეგრაციის გზაზე დღის წესრიგში აქვს“, - განაცხადა ბერუჩაშვილმა.
მინისტერიალის მიმდინარეობისას ბერუჩაშვილი ნატოს გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერს შეხვდება.
მასალის გამოყენების პირობები






