პრემიერ-მინისტრი უმრავლესობის წევრებს ე.წ. მოსმენებთან დაკავშირებით პრეზიდენტის მიერ დადებული ვეტოს დაძლევის გამო მადლობას უხდის.
ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, ამ ფაქტით საქართველოს პარლამენტარიზმის განვითარების ისტორიაში მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა.
„ჩვენ ვნახეთ, რომ საპარლამენტო უმრავლესობამ დასძლია პრეზიდენტის ვეტო. მინდა, მადლობა გადავუხადო დეპუტატებს. ეს იყო კარგი დემონსტრირება იმის, რომ დღეს საქართველოში არის სრული დემოკრატია და ეს ჩვენი ხელისუფლების დამსახურებაა. მინდა, კიდევ ერთხელ აღვნიშნო ამაში საპარლამენტო უმრავლესობის ძალიან დიდი წვლილი", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მინისტრთა კაბინეტის სხდომა მთავრობის კანცელარიაში ამ დრომდე მიმდინარეობს. როგორც ცნობილია, მინისტრები, პრემიერმინისტრთან ერთად , 30 საკითხს განიხილავენ,
მასალის გამოყენების პირობები






