საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი უკრაინის ხელისუფლებაში საქართველოს მთავრობის მაღალჩინოსნების შესაძლო დანიშვნას ეხმაურება.
„ამ თემაზე სპეკულაციები და ჭორები მრავლად არის, რაც ნამდვილად არ არის სასიამოვნო დღევანდელი კონტექსტიდან გამომდინარე. კონკრეტული ოფიციალური ინფორმაცია ამის შესახებ ნამდვილად არ არსებობს და ამასთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადებაც გაკეთდა“, - განაცხადა თამარ ბერუჩაშვილმა
საგარეო უწყების ხელმძღვანელი პრემიერ-მინისტრის უკრაინაში ვიზიტსაც შეეხო.
„ერთი კვირის წინ ოფიციალური კონსულტაცია გვქონდა უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან. ფორმირების პროცესშია უკრაინის მთავრობა. ჩვენ გადავეცით ჩვენი მზაობა, რომ საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები პრემიერმინისტრის ხელმძღვანელობით ჩავიდნენ უკრაინაში“, - განაცხადა ბერუჩაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






