კახა კუკავა ყოფილი და მოქმედი ჩინოვნიკების მიმართ გამოძიების დაწყებას ითხოვს
პოლიტიკა - 22:52, 01 Dec, 2014     2052
კახა კუკავა ,,მაესტროს“ ეთერში ირაკლი სესიაშვილის განცხადებას ეხმაურება და დღევანდელი ხელისუფლების პირობებში სამართალდამცავების მხრიდან ზეწოლის ფაქტებს ახსენებს, კერძოდ კი საუბარია ,,ტელეარხ 25“-ის მფლობელებზე.

,,ბატონო ირაკლი,

2014 წლის 29 ნოემბერს ტელეკომპანია „მაესტროს“ გადაცემა „სუბიექტურ აზრში“ თქვენ განაცხადეთ, რომ არ ფლობთ ინფორმაციას დღევანდელი ხელისუფლების პირობებში უკანონო მოსმენების შესახებ. შესაბამისად, მოგაწვდით ასეთ ინფორმაციას (რამოდენიმე თვის წინ იგივე ინფორმაცია უკვე გავუგზავნეთ პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციას):

2012 წლის დეკემბერში მთავარ პროკურატურაში დაიწყო გამოძიება ,,ტელეარხი 25’’-ის მფლობელების წინააღმდეგ (სსკ 332-ე მუხლის 1-ლი ნაწილი, 194-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტი და მე-3 ნაწილის ,,ბ’’ და ,,გ’’ ქვეპუნქტები).

2013 წლის 17 დეკემბერს მთავარ პროკურატურაში, ვითომდა დაკითხვის მიზნით, სინამდვილეში კი ზეწოლის განსახორციელებლად დაიბარეს ტელეკომპანიის მფლობელები გიორგი სურმანიძე და ჯემალ ვერძაძე, სადაც მათზე განხორციელდა ფსიქოლოგიური ზეწოლა. კერძოდ: სამმართველოს უფროსი ბაღაშვილი, პროკურორი ფაღავა და რამოდენიმე უცნობი, სავარაუდოდ პროკურატურის თანამდებობის პირები, აგრესიული ტონით სთხოვდნენ ტელეკომპანიის მფლობელებს, რომ მიეცათ გამოძიებისათვის სასარგებლო ჩვენება, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ემუქრებოდნენ ადგილზე დაპატიმრებით.

ზ/ა პირებმა ტელეკომპანიის მფლობელებსა და მათ ადვოკატებს ანახეს მათივე თქმით 2012 წელს 24 თებერვალს კუდ-ის მიერ ფარულად გადაღებული ვიდეო მასალა, რომლის საფუძველზეც პროკურატურის მუშაკები მიუთითებდნენ, რომ ტელეკომპანიის იმჟამინდელმა მფლობელებმა მიიღეს გარკვეული თანხები. ზ/ა ვიდეო-ჩანაწერი არ არის სანქცირებული, შესაბამისად არის უკანონო. პრემიერ ღარიბაშვილის მტკიცებით განადგურდა ყველა უკანონო ჩანაწერი, თუმცა რეალურად ისინი არათუ არ განადგურებულა არამედ აქტიურად გამოიყენება პროკურატურის ორგანოების მიერ.

აქვე გაცნობებთ, რომ მას შემდეგ, რაც ტელეკომპანიის მფლობელებმა უარი თქვეს პროკურატურისთვის სასარგებლო ჩვენების მიცემაზე, 2013 წლის 20 დეკემბერს ყადაღა დაედო ტელეკომპანიის მფლობელების ქონებას და საბანკო ანგარიშებს.

იმედი გვაქვს რა თქვენი მიუკერძოებლობის, გთხოვთ მიმართოთ მთავარ პროკურატურას დაიწყოს გამოძიება:

• ყოფილი კუდ-ის ჩინოვნიკების მიმართ - ტელეკომპანია 25-ის მფლობელების საუბრების უკანონო ჩანაწერების მოპოვების ნაწილში; და

• მთავარი პროკურატურის მოქმედი ჩინოვნიკების მიმართ - ამ ჩანაწერების უკანონოდ შენახვის და გამოყენების ნაწილში“, - ნათქვამია კახა კუკავას წერილში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42