ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე კომენტარი , უკრაინელმა დეპუტატმა ვლადიმირ არიევმა "რუსთავი 2"-თან სატელეფონო საუბარში გააკეთა. რადას დეპუტატი აცხადებს, რომ მისთვის გაუგებარია საქართველოს მთავრობის დამოკიდებულება უკრაინასთან მიმართებაში.
„საქართველოს მოქმედი მთავრობა უკრაინასთან არ თანამშრომლობს, მეტიც შემიძლია ვთქვა რომ ქვეყნებს შორის ურთიერთობაში რეგრესია. საქართველოს მთავრობის ეს დამოკიდებულება ვერ იქონიებს გავლენას იმ გადაწყვეტილების მიღების დროს, დავნიშნავთ თუ არა მიხეილ სააკაშვილს და მის გუნდს უკრაინის მთავრობაში“, - აცხადებს ვალოდია არიევი.
არიევის თქმით, ამ ეტაპზე უკრაინის მთავრობაში მიხეილ სააკაშვილისა და მისი გუნდის რამდენიმე წევრის დანიშვნის საკითხი აქტიურად განიხილება.
„ჩვენ მივიღებთ იმ გადაწყვეტილებას, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის იქნება წინგადადგმული ნაბიჯი და დავნიშნავთ იმ ხალხს, ვინც უკრაინას დაეხმარება“, - განაცხადა პეტრე პოროშენკოს გუნდის წევრმა.
წყარო "რუსთავი 2"
მასალის გამოყენების პირობები






