საგარეო უწყების პრეს-სპიკერის დავით კერესელიძის განცხადებით იმ შემთხვევაში თუ კი მიხეილ სააკაშვილი ან საქართველოს ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსნები, რომლების წინააღმდეგაც სისხლის სამართლის საქმეებია აღძრული დანიშნებიან უკრაინაში რაიმე თანამდებობაზე ეს საქართველო-უკრაინის ურთიერთობებზე იქონიებს გავლენას.
"ჩვენ ისევე როგორც თქვენ ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით იმ პროცესებს რაც ვითარდება უკრაინაში, მე ვერ დაგიდასტურებს ამ ინფორმაციას, ეს არის პრესაში გავრცელებული ინფორმაცია.
მზადდება საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი უკრაინაში, ამ ფონზე მე გეტყვით, რომ ჩვენ, საგარეოსაც და სხვა უწყებებსაც გვაქვს დავალებული, რომ გავააქტიუროთ ყველა მიმართულებით უკრაინასთან კეთილმეზობლური კარგი ურთიერთოაბა. ეს ინფორმაცია თუ დადასტურდა, რა თქმა უნდა ეს შექმნის ალბათ რაღაც გარკვეულ ნეგატიურ ფონს . გნებავთ ექსპრეზიდენტი, გნებავთ ნებიმიერი ყოფილი მაღალჩინოსანი რომლებსაც ბრალი აქვთ საქართველოში წაყენებული მძიმე დანაშულებზე, უკრაინაში დაინიშნენ მაღლ თანამდებობებზე ეს არ შექმნის კარგ ფონს, იმ პოზიტივში რომლისთვისაც ჩვენ მივისწრაფვით ",-განაცხადა საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა დავით კერესელიძემ
მასალის გამოყენების პირობები






