პრეზიდენტი ეროვნული ბანკის საბჭოს წევრად პარლამენტს ნიკოლოზ ყაველაშვილს წარუდგენს
პოლიტიკა - 19:07, 01 Dec, 2014     1820
საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა ეკონომიკის საკითხებში გიორგი აბაშიშვილმა დღეს პრესკონფერენცია გამართა და საზოგადოებას ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატი გააცნო.

„24 ნოემბერს ეკონომიკის ექსპერტებმა, ეკონომიკის სფეროში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებმა საქართველოს პრეზიდენტს წარუდგინეს 5 კანდიდატი, რომელთაგან საქართველოს პრეზიდენტმა გადაწყვიტა, რომ საქართველოს პარლამენტს წარუდგინოს ერთ-ერთი მათგანის - ნიკოლოზ ყაველაშვილის კანდიდატურა“, - განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა და დასძინა, რომ საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, ყველა სამუშაო პროცესი, მათ შორის ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის შემდგომი კანდიდატურების დასახელება, რაც 2016 წელს მოხდება, სწორედ სამოქალაქო საზოგადოების საკმაოდ აქტიური ჩართულობით წარიმართება.

როგორც გიორგი აბაშიშვილმა აღნიშნა, პროცესი მაქსიმალურად გამჭვირვალედ წარიმართა და მასში აქტიურად იყვნენ ჩართული სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები, ეკონომიკის სფეროში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები და ეკონომიკის ექსპერტები. სახელმწიფოს მეთაურის სახელით, მან მადლობა გადაუხადა ექსპერტებს ნაყოფიერი მუშაობისთვის.

ნიკოლოზ ყაველაშვილი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილეა. იგი იყო ფონდის „ათასწლეულის გამოწვევა“ საქართველოს რეგიონალური განვითარების ფონდის პროექტის დირექტორი და Overseas Private Investment Corporation მიერ მხარდაჭერილი საინვესტიციო ფონდის - Bedminster Capital Management წარმომადგენელი საქართველოში. ნიკოლოზ ყაველაშვილი ასევე მუშაობდა ამერიკული ნავთობკომპანია „კონოკოს“ ფინანსურ და ადმინისტრაციულ მენეჯერად და ფონდი ღია საზოგადოება საქართველოს აღმასრულებელ დირექტორად, ასევე - საერთაშორისო სავალუტო ფონდის, გაეროს განვითარების პროგრამის წარომადგენლობებში საქართველოში და მსოფლიო ბანკის კონსულტანტად.

ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ ეკონომიკისა და ფინანსების მაგისტრის ხარისხი ბინგემტონში, ნიუ იორკის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიიღო. აქვს ბიზნესადმინისტრირების დოქტორის აკადემიური ხარისხი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42