"ნაციონალური მოძრაობა" მიხეილ სააკაშვილის უკრაინის ვიცე-პრემიერად დანიშვნას არ გამორიცხავს
პოლიტიკა - 18:41, 01 Dec, 2014     2106

"ნაციონალურ მოძრაობაში" მიხეილ სააკაშვილის უკრაინის ვიცე-პრემიერად დანიშვნის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ვერ ადასტურებენ, თუმცა არ გამორიცხავენ, რომ აღნიშნული ინფორმაცია რეალობას შეესაბამებოდეს, იმ ფონზე, როცა უკრაინის ხელისუფლება რეფორმატორთა მოზიდვას სხვადასხვა ქვეყნიდან ცდილობს.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი "ნიუპოსტთან" საუბარში ამ შესაძლებლობას არ გამორიცხავს და აცხადებს, რომ ეს იმ რეფორმებს უკავშირდება, რომელიც სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს ქვეყანაში გატარდა.

"უკრაინაში ძალიან მაღალია სააკაშვილის რეიტინგი და საქართველოს რეფორმების მოწონება და არის ინტერესი, რომ მნიშვნელოვან თანამდებობებზე მსგავსი რეფორმების გამოცდილების მქონე ადამიანები დაინიშნონ , აქედან გამომდინარე გაჩნდა ცნობები იმის შესახებ, რომ საქართველოს ხელისუფლების ყოფილმა წევრებმა შეთავაზებები მიიღეს, ჯერჯერობით რა სახეს მიიღებს ეს შეთავაზებები, ამაზე წინასწარ საუბარი ძნელია. ფაქტია, რომ არამარტო უკრაინაში, არამედ ევროპაშიც ძალიან აფასებენ იმ რეფორმებს და პროგრესს რაც საქართველოში გატარდა.

საქართველოს ხელისუფლების მხრიდან გაკეთებული კომენტარებით თუ ვიმსჯელებთ, ბუნებრივია ისინი ამას დიდი სიხარულით არ ხვდებიან. იმ პირებზე, რომელთა უკრაინაში თანამდებობებზე დანიშვნაზეც არის საუბარი , ივანიშვილმა საერთაშორისო ძებნა ვერ გამოაცხადა, იმიტომ რომ იცის, ეს საერთაშორისო საზოგადოებისთვის ღიმილისმომგვრელია და ყველამ იცის, რომ ყოფილი ხელისუფლების მიმართ პოლიტიკური დევნა ხორციელდება.

ივანიშვილი უმტკიცებდა ქართველ ხალხს, რომ ის ეკონომიკური ზრდა, რაც საქართველოში იყო, იყო ტყუილი ციფრები, რომ არსებობდა ელიტური კორუფცია. ჩვენ კი ვხედავთ სრულიად საპირისპიროს, ეკონომიკა სწორედ ივანიშვილის დროს გაჩერდა , ადგილი აქვს ელიტურ კორუფციას, მოიმატა დანაშაულმა, დაიკარგა სამუშაო ადგილები.

ის რომ უკრაინელი, ევროპელი თუ ამერიკელი აღიარებს სააკაშვილის პერიოდში მიღწეულ წარმატებებს, ეს პირდაპირ არის იმის საპირისპირო, რასაც ივანიშვილი გვიმტკიცებდა თავის წინასაარჩევნო კამპანიაში და გვიმტკიცებს მთელი ორი წელწადია."- განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა

შეგახსენებთ, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის უკრაინის ვიცე-პრემიერად შესაძლო დანიშვნის შესახებ ინფორმაცია რუსულ და უკრაინულ მედიაში გავრცელდა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42