,,უკრაინაში განვითარებული პოლიტიკური პროცესების შედეგად რუსეთის პრეზიდენტი აცნობიერებს, რომ იწყება რუსეთის იპმერიის დასასრულის დასაწყისი, ხოლო სექტემბრიდან მოყოლებულმა მნიშვნელოვანმა ეკონომიკურმა ძვრებმა და ნავთობის ფასისშერყევამ, შეარყია პუტინის რეჟიმის თავდაჯერებულობა. პუტინს კარგად ესმის, რომ იმპერიის გადასარჩენად საქართველო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წყაროა, ამიტომ დღეს რუსეთის ფედერაცია მიზნად ისახავს, საქართველოს სახელმწიფოებრიობის მოსპობას და ცდილობს ხელი შეუშალოს ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკურ სივრცეში ინეგრაციას, საკუთარი ეკონომიკისთვის ყველაზე რთულ დროს დებს 2.5 მილიარდი დოლარის ინვესტიციას ავარეთ-კახეთის გზის მშენებლობაში, რომელიც ირანთან სახმელეთო კავშირის საუკეთესო პერსპექტივაა, რომელსაც ასევე საქართველოს სრულიად დამორჩილებითვის შესანიშნავად გამოიყენებს.
გაფორმებულია აფხაზეთის ყირიმიზაციის ხელშეკრულება აფხაზეთთან, რომელიც წარმოადგენს ამ ტერიტორიის ანექსიისკენ გადადგმულ ნაბიჯს; რუსეთის საზღვარი ფსოუზე ფაქტიურად წაიშლება და გადმოდის ენგურზე, მიმდინარეობს საუბრები აფხაზეთის რკინიგზის აღდგენაზე, რომელიც რუსეთის სამხედრო ინტერესების მნიშვნელოვან საკითხებს ემსახურება, აღნიშნული მოქმედებით რუსეთის ფედერაცია სერიოზულ საფრთხეს უქმნის საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას; ამავე დროს ოკუპანტი სახელმწიფო ცდილობს მაქსიმალურად ხელი შეუშალოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე დარჩენილი მოსახლეობის რეინტეგრაციას დანარჩენ საქართველოსთან და ლახავს მათ უფლებებს. ყოველივე აღნიშნულის მიმართ საქართველოს ხელისუფლების მიერ რუსეთის მიმართ გატარებულმა ე.წ კონსტრუქციულმა კურსმა, სრული კრახი განიცადა. რუსეთი არის ჩვენი მტერი და როგორც მას ისტორიულად ჩვევია, აგრესიული პასუხით დაიწყო ოკუპირებული ტერიტორიების ანექსია.
აღნიშნული პოლიტიკური მოვლენებიდან გამომდინარე, საქართველოუ დიდესი გამოწვევების წინაშე დგას. სწორედ ახლა, ახალგაზრდებმა უნდა ვიტვირთოთ იმ მნიშვნელოვან თემებზე პასუხისმგებლობა , რაც ქვეყნის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩვენ აქტიურ მონაწილეობას უზრუნველყოფს. ჩვენ, ახალგაზრდები ვაცნობიერებთ რა საქართველოს წინაშე მდგარ ურთულეს პრობლემებს, ქვეყნის დამოუკიდებლობისა და უსაფრთხოების შენარჩუნებას, მიგვაჩნია რომ უნდა მოვთხოვოთ მთავრობას გაატაროს კოორდინირებული პოლიტიკური და დიპლომატიური ქმედებები საერთაშორისო ასპარეზზე, რომ ოკუპაციის გაგრძელების შემთხვევაში რუსეთზე საერთაშორისო სანქციები დაწესდეს. მნიშვნელოვანია გავერთიანდეთ რაც შეიძლება მეტი ახალგაზრდა ჩვენი ღირებულებების გარშემო, რომ ხელისუფლებამ და საზოგადოებამ დაინახოს, რომ მომავალი თაობა არასოდეს შეეგუება ქვეყნის ოკუპაციას , ჩვენი სიძლიერით ხელისუფლება მიხვდება, რომ პასუხისმგებელია ჩვენს წინაშე და ვერასოდეს შეეცდება ჩვენს შეცდომაში შეყვანას, ამ დროისთვის კი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენი ძალიებით მოუწოდოთ მთავრობას, რომ ჩამოაყალიბოს მკვეთრი პოზოცია აფხაზეთის მონაკვეთის რკინისგზის გახსნის საკითხთან დაკავშირებით და ავარეთ-კახეთის გზის მშენებლობასთან მიმართებაში, დაგმოს აღნიშნული მცდელობები, როგორც საქართველოს სუვერენიტეტის შეზღუდვისკენ მიმართული პოლიტიკა", - ნათქვამია მიმართვაში.
მასალის გამოყენების პირობები






