„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებას რუსეთის მიერ აფხაზეთის მიმდინარე ანექსიის ფონზე უმოქმედობაში ადანაშაულებს.
ამის შესახებ განცხადება პარტიის ოფისში დღეს გამართულ ბრიფინგზე დეპუტატმა გიორგი კანდელაკმა გააკეთა და განაცხადა რომ საქარეო საქმეთა სამინისტროს გაეროსთან საქართველოს მისიისთვის უშიშროების საბჭოს სხდომის მოწვევა ჯერაც არ დაუვალებია. „ნაციონალური მოძრაობა“ საგარეო უწყებისგან განმარტებების გაკეთებას მოითხოვს .
გიორგი კანდელაკი გასულ კვირას უმრავლესობის მიერ ანექსიის საწინააღმდეგო ღონისძიებების შესახებ საპარალემენტო რეზოლუციის ჩაგდებასაც გამოეხმაურა. მისი თქმით, რეზოლუციის უარყოფა, რომელიც ასევე მოიცავდა საქართველოს შეიარაღებული ძალების მიერ თანამედროვე თავდაცვითი შეიარაღების მისაღებად აუცილებელ ნაბიჯებს, მთავრობის თვითლუსტრირების ტოლფასია.
მასალის გამოყენების პირობები






