ყაჩაღური თავდასხმა მოხდა ზუგდიდის რაიონის სოფელ ცაისში, გამთენიისას, ერთ-ერთ გაზაგსამართ სადგურს თავს დაესხა 4 შეიარაღებული ნიღბიანი პირი, რომლებმაც მორიგე ოპერატორები გათოკეს და ნავაჭრი თანხა გაიტაცეს. გაზგსამართი სადგური სომხეთის მოქალაქეს ეკუთვნის.
ერთ-ერთი ვერსიით ყაჩაღებს შემთხვევის ადგილზე მობილური ტელეფონი დარჩათ. პოლიციას უკვე დაკავებული ჰყავს ეჭვმიტანილები. გაზგსამართი სადგურის მეპატრონე ზუგდიდში იმყოფება და ის უკვე დაკითხა გამოძიებამ. პოლიციაში არიან დაბარებული მათ შორის, მორიგე ოპერატორები.
როგორც გაზგასამართი სადგურის მეპატრონე აცხადებს, მათთან დღეში სამჯერ ხდება ინკასაცია. სადგურიდან გატაცებულია შუადღის შემდეგ ნავაჭრი თანხა, რომლის ზუსტს რაოდენობას მეპატრონე ვერ ასახელებს, რადგან გაყიდული აირის დაანგარიშება ჯერ-ჯერობით ვერ ხერხდება.
დაკავებული ეჭვმიტანილები ახალგაზრდა მამაკაცები არიან.
"ნიუპოსტმა" შემთხვევა შს სამინისტროში გადაამოწმა, საიდანაც დამატებით ინფორმაციას უახლოეს ხანში მოგაწვდით.
მასალის გამოყენების პირობები






