21 წელი შესრულდება, რაც გიორგი მენატრება ასაყვანად - დავით თევზაძის შვილის ისტორია
პოლიტიკა - 16:36, 01 Dec, 2014     12361

თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით თევზაძე სოციალურ ქსელში ამაღელვებელ და ემოციურ პოსტს აქვეყნებს.

"აგვისტოს დასაწყისი, 1993. ამ დღეს, როდესაც სურათია გადაღებული, როგორც აღმოჩნდა, ბედნიერების მწვერვალზე ვყოფილვარ. ხელში გიორგი მყავდა, ორი წლის, რომელიც პირველად მეჭირა იმ წელს. ახალი დაზავებულები ვიყავით აფხაზებთან და მშვიდობაც ისე ახლო ჩანდა, რომ ფორმა გავიხადე.

მერე, სულ მალე, დაიწყება დაპირისპირება ცხენის წყალთან, შტურმი სოხუმზე, გრძელი, ძალიან გრძელი გზა შინისაკენ, უღელტეხილები, ხევები, ტყეები, მიტოვებული და გადამწვარი სახლები... საკუთარ სახლს ნოემბრის 28-ში მივაგნებ მხოლოდ. 3 დეკემბერს კი უცაბედად ნასროლი ტყვია წამართმევს გიორგის.

თუმცა მაშინ, 93-ის აგვისტოში, ამის შესახებ ჯერ არაფერი ვიცოდი და ბედნიერზე ბედნიერად ვგრძნობდი თავს. ზეგ, 2014 წლის 3 დეკემბერს 21 წელი შესრულდება, რაც გიორგი მენატრება ასაყვანად და მიუხედავად სიხარულებისა, რომელიც მერეც მქონია, ვიცი რომ ბედნიერების იმ ერთი წამისათვის მიცხოვრია, როდესაც მე და გიორგი სურათს ვიღებდით 1993-ში", - წერს დავით თევზაძე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42