თავდასხმა გია ხუხაშვილზე და ჟვანიას მკვლელობის ვერსია
პოლიტიკა - 15:40, 01 Dec, 2014     10967

ექსპერტი გია ხუხაშვილი პრემიერ მინისტრ ზურაბ ჟვანიას გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვალებას აგათა კრისტის რომანში „მკვლელობა აღმოსავლეთ ექსპრესში“ განვითარებულ სიუჟეტს ადარებს და არ გამორიცხავს, რომ თავდასხმას, რომელიც მასზე ჟვანიას გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე განხორციელდა, იგივე ჟვანიას მკვლელობასთან ქონდეს კავშირი.

„იმ მატარებელში, სადაც ჟვანია იჯდა, ყველა მგზავრი მისი ლიკვიდაციით იყო დაინტერესებული. ზურა იყო სააკაშვილის არაჯანსაღი გეგმების ერთადერთი ბარიერი, რომლის პოლიტიკური მეთოდებით გვერდზე გაწევაც შეუძლებელი იყო. პოლიტიკაში კი ცნობილია, როდესაც ინტელექტუალურად ვერ უგებენ, ნაჯახით იწყებენ მუშაობას.

როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური წრიდან ჟვანიას გარდაცვალება არავის წყენია, შემიძლია ვთქვა, რომ ამათგან ზოგიერთები წავიდნენ კიდეც მის ლიკვიდაციაზე.“- აცხადებს ხუხაშვილი.

გია ხუხაშვილის თქმით, არსებობს ვერსია, რომ ჟვანიას მკვლელობამდე 10 დღით ადრე მასზე თავდასხმა და ზურაბ ჟვანიას მკვლელობა შესაძლოა ერთმანეთს უკავშირდებოდეს.

„დილით ძაღლს ვასეირნებდი, შენობის კუთხეს ამოფარებულმა პირმა ბლაგვი საგანი იმდენად პროფესიონალურად ჩამარტყა, რომ ქვედა და ზედა ყბა აბსოლუტურად ჩამემსხვრა.

შემთხვევიდან რამდენიმე დღით ადრე ჩემი სტატია გამოქვეყნდა, სადაც ვამხელდი რკინიგზაში მიმდინარე პრივატიზაციისა და კორუფციიის სქემებს. გარდაცვალებამდე ერთი კვირით ადრე ზურამ დამირეკა და მიმანიშნა , რომ ეს ყველაფერი უკავშირდებოდა რკინიგზას. ამის მერე ზურა ცოცხალი აღარ მინახავს.

ზურას უახლოეს წრესაც არ დაუსვამს ლოგიკური კითხვები მის ტრაგედიასთან დაკავშირებით, არჩევანი გააკეთეს და ამ არჩევანის მძევლები არიან“- აცხადებს ხუხაშვილი.

წყარო „ასავალ-დასავალი“





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42