უშიშროების საბჭოს მდივანი, ირინა იმერლიშვილი, იმედოვნებს, რომ ლაფანყურის სპეცოპერაციასთან დაკავშირებით ომბუდსმენის კვლევა ხელს შეუყობს გამოძიების დაჩქარებას .
ირინა იმერლიშვილის თქმით, თავის დროზე აღნიშნულ საქმეზე გრიფის დადება აუცილებელი იყო.
„მეც მაქვს კითხვები, თუ რატომ ჭიანურდება ამდენ ხანს გამოძიება, თუმცა როგორც პროკურატურის წარმომადგენელმა თქვა, აღნიშნულ ანგარიშს დეტალურად გაეცნობიან და თუ შესაძლებლობა იქნება, საქმეს ანგარიში მტკიცებულებად დაერთვება. იმედია, ეს ანგარიში გამოძიების დროულად წარმართვას ხელს შეუწყობს. გამომდინარე იქიდან, რომ აღნიშნულ საქმეს გრიფით საიდუმლო ადევს, პროკურატურა ყველა დეტალზე ვერ საუბრობს. ვთხოვ მთავარ პროკურატურას, რომ რაც შეიძლება სწრაფად იყოს წარმოდგენილი შუალედური ანგარიში მაინც, თუ რა ეტაპზეა გამოძიება და როგორ მიმდინარეობს ის“, - განაცხადა იმერლიშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






