ომბუდსმენის აპარატმა დღეს ე.წ. ლაფანყურის საქმის, დღემდე უცნობი დეტალები გამოავლინა.
უჩა ნანუაშვილი გამოძიების პროცესში აღმოჩენილ დარღვევებს ასაჯაროებს და აცხადებს, რომ შეიარაღებული რაზმი ჩრდილოეთ კავკასიიდან არ შემოსულა, ხოლო სპეცოპერაციისას დაღუპულებს, სამედიცინო ექსპერტიზა არ ჩატარებიათ.
„თავიდან იყო თერთმეტი გარდაცვლილი შეიარაღებული ჯგუფიდან, დღევანდელი მონაცემებით იკვეთება მხოლოდ შვიდი, ის რომ შეიარაღებული ჯგუფი არ შემოსულა ჩრდილოეთ კავკჯასიიდან, არამედ შემოვიდა სხვა მხრიდან უკვე ჩვენთვის ცხადია. არცერთ გარდაცვლილს, როგორც შეიარაღებული ჯგუფიდან, ასევე სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებიდან არ ჩატარებია სამედიცინო ექსპერტიზა“-განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.
2012 წელს ჩატარებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით მომზადებულ დოკუმენტში დამოუკიდებლად მოპოვებული მასალები მოხვდა. დასკვნის მიხედვით ამ დრომდე გამოძიებას არ ამოუღია ნივთმტკიცებები და არცერთ გარდაცვლილს სამედიცინო ექსპერტიზა არ ჩატარებია. სახალხო დამცველი რეაგირებისთვის საგამომძიებლო უწყებებს მიმართავს.
დღეს ე.წ ლაფანყურის სპეცოპერაციასთან დაკავშირებით, სახალხო დამცველთან არსებულმა საზოგადოებრივმა საბჭომ ანგარიში გამოაქვეყნა. უჩა ნანუაშვილის განცხადებით, აღმოჩენილია გარკვეული დარღვევები, რომლებიც ომბუცმენმა არასამთავრობო ორგანიზაციებს უკვე გააცნო.
მასალის გამოყენების პირობები






