ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო საკვებ პროდუქტზე ფასების ზრდას ეხმაურება. მისი თქმით, საქართველოს მთავრობა მიმართულებით მუშაობას აგრძელებს და ყველაფერს აკეთებს, რომ სოციალური დახმარება გაიზარდოს.
„მთავრობა ფასწარმოქმნას არ ახორციელებს, მთავრობა განსაზღვრავს სოციალურ პოლიტიკას. ბოლო ორი წლის განმავლობაში სოციალური პოლიტიკა მკაფიოდ დავაფიქსირეთ, თუნდაც იმით, რომ ორჯერ გაიზარდა სოციალური შემწეობები. პრაქტიკულად 50 პროცენტით გაიზარდა პენსია. საქართველოს მთავრობა მზადყოფნას გამოთქვამს სოციალური მიმართულებით გააგრძელოს მუშაობა. გასაგებია, რომ ეს არ არის საკმარისი, ამიტომ ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას, რომ სოციალურად დაუცველ ფენას მივცეთ საშუალება, რომ სამუშაო ადგილებით და საკუთარი შრომით უზრუნველყოს ოჯახის შემოსავალი", - განაცხადა დავით სერგეენკომ.
მასალის გამოყენების პირობები






