აშშ-ის ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდი მიიჩმევს, რომ ოჯახური ძალადობის დასამარცხებლად საზოგადოებაში მენტალიტეტისა და დამოკიდებულების შეცვლაა საჭირო.
ნორლანდმის თქმით, აღნიშნული პრობლემა გლობალურია და ამ პრობლემის მოსაგვარებლად მთლიანი საზოგადოების გაერთიანებაა საჭირო.
„ყველაზე მნიშვნელოვანი უწყება, რომელიც შეიძლება ამ საკითხზე იყოს კონცენტრირებული, პირველ რიგში, არის შინაგან საქმეთა სამინისტრო. ახლა უკვე ამ კუთხით პროკურატურაც გააქტიურდა. ეს არის ნიშანი, რომ საზოგადოება ერთიანდება იმის ხაზგასასმელად, რომ ოჯახური ძალადობის ფაქტები აბსოლუტურად მიუღებელია ის რეაგირების გარეშე არ დარჩება. აუცილებელია საზოგადოებაში მენტალიტეტის და დამოკიდებულების შეცვლა. ეს არავითარ შემთხვევაში არ არის ისეთი პრობლემა, რომელიც მხოლოდ საქართველოსთვის არის დამახასითებელი. ეს არის გლობალური ფენომენი, რასაც ამერიკაშიც საკმაოდ მაღალი მაჩვენებელი აქვს. ათწლეულები დაგვჭირდა, რომ დაგვეწყო ამაზე რეაგირება“,-განაცხადა რიჩარდ ნორლანდმა.
მასალის გამოყენების პირობები






