პუბლიცისტ და ჟურნალიტ ვალერი კვარაცხელიას საქართველოს და რუსეთის სადღეგრძელო წლების წინ ნავთით აქვს დალეული, რადგან მიაჩნია რომ ამ ორი ქვეყნის გადარჩენის შანსი მხოლოდ ნავთობის მაღალი ფასი და რუსეთის სიძლიერეა. ამასთან დაკავშირებით ის გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ საუბრობს.
„დანგრეულ და დღემდე ასე დარჩენილ საქართველოს ხსნის ერთადერთ გარანტად რუსეთის გადარჩენა გვესახებოდა. ამიტომაც ვგულშემატკივრობდით რუსეთსა და მის პრეზიდენტს. წლების განმავლობაში კატასტროფულად იზრდებოდა და რომელიღაც მონაკვეთში 135 დოლარს გადააჭარბა. რუსეთის ბიუჯეტი და ეკონომიკა წელში გასწორდა, პუტინის რეიტინგიც ნავთობის ფასივით გაიზარდა და დასავლეთის გამყრვნელი და დამანგრეველი ზემოქმედებისგან არამარტო რუსეთისა და საქართველოს, არამედ მთელი მართმადიდებელი სამყაროს გადარჩენის პერსპექტივა გამოიკვეთა.
ამჟამად რუსეთზე ფორსირებული შეტევა ხორციელდება, მაგრამ რუსეთი ამ გამოწვევისთვის მზადაა, ნავთობის ფასების მანიპულირებით აშშ-ს არ გამოუვა ის , რაც საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ გამოუვიდა.
არც თუ შორეულ მომავალში, ღვინით სავსე სასმისის აწევა აუცილებლად მომიწევს სუფრასთან სადაც რუსეთის,საქართველოსა და სრულიად მართმადიდებლური სამყაროს გადარჩენის აღსანიშნავად ქართველი საზოგადოება შეიკრიბება.“- აცხადებს ვალერი კვარაცხელია.
წყარო „ასავალ-დასავალი“
მასალის გამოყენების პირობები






