აშშ-ს საელჩო ქართული საზოგადოების აზრის გასარკვევად პროცესების დაკვირვებას იწყებს
პოლიტიკა - 10:27, 01 Dec, 2014     2315

ვეტოდძლეულ კანონს, რომელსაც პრეზიდენტმა ხელი უკვე მოაწერა, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი, რიჩარდ ნორლანდი ამოეხმაურა.

როგორც, ნორლანდმა ჟურნალისტებს ფარული მოსმენების შესახებ კანონთან დაკავშირებით განუცხადა, უკვე მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ, საელჩო პროცესების და შედეგების დაკვირვებას გეგმავს რადგან მათ სურთ გაიგონ რამდენად კმაყოფილია ქართული საზოგადოება.

„ჩვენ ვაკვირდებით მიმდინარე მოვლენებს. თუ სწორად გავიგე პრეზიდენტის ვეტო დაძლეულია და კანონი ძალაში შევა. ეს მრავალხმრივი პროცესია, რომელშიც სისტემის მრავალი შემადგენელი ნაწილია ჩართული. მათ შორის სამოქალაქო სექტორიც. ყველა საზოგადოებამ უნდა იპოვოს სწორი ბალანსი სამართალდამცველების მიერ უსაფრთხოების მიზნებისთვის ფარული მოსმენების განხორციელებასა და ადამიანის პირადი ცხოვრების დაცულობას შორის. ჩვენ დავაკვირდებით შედეგებს, რათა გავიგოთ, რამდენად კმაყოფილია ქართული საზოგადოება", -განაცხადა ნორლანდმა.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტმა ფარული მოსმენების "გასაღებთან" დაკავშირებით პრეზიდენტის ვეტო დაძლია, მარგველაშვილმ კი ვეტოდაძლეულ კანონპროექტს ხელი უკვე მოაწერა.

ბესელია-ფოფხაძე-სესიაშვილის საკანონმდებლო პაკეტის თანახმად, დაწესდა ფარული მოსმენა-მიყურადების ე.წ. ორგასაღებიანი სისტემა, რომელთაგან ერთი "გასაღები" შს სამინისტროს რჩება, მასვე ექნება შესაბამის კომუნიკაციის საშუალებებზე პირდაპირი წვდომის შესაძლებლობა. მეორე "გასაღები" პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის ხელში იქნება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42