არასამთავრთავრობო ორგანიზაციები ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით მიღებული კანონის საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრებას გეგმავენ.
მათი განცხადებით, პარლამენტმა მიღებული კანონებით უკანონო მოსმენები დააკანონა.
მესამე სექტორის წარმომადგენლების თქმით, კანონში ცვლილებების შესატანად ყველა კანონიერ გზას მიმართავენ. ისინი აქციების დაწყებასაც არ გამორიცხავენ.
„მიღებული კანონით უკანონო მოსმენების ლეგალიზაცია მოხდა. ისინი არ ზრუნავენ საკუთარ ამომრჩეველზე, ადამიანების უფლებაზე და ცდილობენ საზოგადოებას შეფუთული კანონი შესთავაზონ. ამ კანონში არსებულ მუხლებს გავასაჩივრებთ საკონსტიტუციო სასამრთლოში. სამწუხაროა, რომ ამას პროცედურულად რამოდენიმე თვე დასჭირდება, თუმცა ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ამ საქმეს მოვიგებთ“, - განაცხადა "საერთაშრისო გამჭვირვალობა საქართველოს" ხელმძღვანელმა ეკა გიგაურმა.
საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ფარული მოსმენების შესახებ ვეტოდაძლეულ კანონს ხელი გუშინ მოაწერა.
ფარული მოსმენების საშუალებებზე პირდაპირი წვდომის შესაძლებლობა შსს-ს დარჩა. მან ამის შესაძლებლობა ე.წ. გასაღების დატოვებით შეინარჩუნა. პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორისთვის მიცემული მეორე "გასაღები" კი, მხოლოდ ფარულ სატელეფონო მოსმენებისას იმუშავებს.
მასალის გამოყენების პირობები






