საგარეო საქმეთა მინისტრმა საგანგებო დავალებათა ელჩის პოსტზე დავით კერესელიძე წარდგინა. თამარ ბერუჩაშვილის თქმით, იგი მედიისთვის ტრადიციულ ბრიფინგებს გამართავს.
კერესელიძემ პირველ ბრიფინგზე პრემიერის უკრაინაში პირველ ვიზიტზე და ეუთო-ს და ნატო-ს მინისტერიალზე ისაუბრა.
იგი, ასევე რუსეთ-აფხაზეთს შორის გაფორმებულ ე.წ. დოკუმენტსაც შეეხო.
„ყველა იმ განცხადებაში, რომელიც გაკეთდა საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან, რისეთის ქმედება შეფასებული იქნა როგორც საერთაშორისო სამართლის დარღვევა, როგორც საქართველოს სუვერენიტეტისა და მთლიანობის წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი. ჩვენი მოკავშირეების მიერ აღნიშნულია, რომ რუსეთსა და აფხაზეთს შორის დადებული შეთანხმება რეგიონში სტაბილორობას საფრთხეს აყენებს“, - განაცხადა კერესელიძე.
კერესელიძე მანამდე შავი ზღვის ათენში შავი ზღვის კვლევის ცენტრის ალტერნატიულ დირექტორად მუშაობდა, ასევე იყო საქართველოს ელჩი დანიაში.
მასალის გამოყენების პირობები






