,,ნაციონალური მოძრაობის“ წევრი კობა სუბელიანი სოციალურ ქსელში წელის ტკივილის მორჩენის ეფექტურ მეთოდს ურჩევს მეგობრებს და მისი ჩატარებისთვის შესაბამის ფოტოებსაც აქვეყნებს.
,,ბევრისთვის ეს ფოტო ცნობილია და სარგებლობს კიდეც, მაგრამ ხომ შეიძლება ვინმემ არ იცოდეს ამის შესახებ და აი სწორედ მათთვის ვდებ. ძალიან ეფექტურია წელის ტკივილის მოსარჩენად ( თუ მძიმე ფორმებთან არ გვაქვს საქმე ) მე და ჩემს ირგვლივ რამოდენიმე ადამიანს კარგი შედეგი მოგვცა და რატომ შევინახო ეს სიკეთე მხოლოდ ჩემთვის, იქნება ვინმეს კიდევ გამოადგეს, თუნდაც ერთ ადამიანს მიანიჭოს შვება, ეგეც საქმეა და აგერ ბატონო, ინებეთ და აჩვენეთ სხვებსაც.
მერწმუნეთ ძალიან კარგი რამ არის. დღე გამოშვებით მხოლოდ 15 წუთიც კი საკმარისია და ერთ თვეში შედეგს იგრძნობთ. ამ ვარჯიშებს ზუსტად ის კუნთები მოჰყავს ტონუსში რასაც ხერხემალი უჭირავს. უფრო კომპეტენტურად კი კვალიფიციურმა ადამიანებმა დაწერეთ კომენტარებში თქვენი შენიშვნები.
გისურვებთ ჯანმრთელობას“, - წერს დეპუტატი.

მასალის გამოყენების პირობები






