"სისტემამ გაჭედა და დაფიქსირდა ჩემი ხმა. მივმართე პარლამენტის თავმჯდომარეს და ხმა უკან გამოვიწვიე", - განმარტა სუბელიანმა ჟურნალისტებთან კომენტარში.
მისივე თქმით, ეს ნიშნავს, რომ ვეტოს დაძლევას ხმა რეალურად 82-მა კი არა, 81-მა დეპუტატმა მისცა.
მმართველმა გუნდმა ვეტოს დასაძლევად 82 ხმის მოგროვება მოახერხა, თუმცა აღმოჩნდა, რომ მათ შორის ,,ნაციონალური მოძრაობის“ წევრები არიან. პარლამენტის დოკუმენტში წერია, რომ ვეტოს დაძლევას მხარი დაუჭირა კობა სუბელიანმა, სამოელ პეტროსიანმა და გელა ბეჟუაშვილმა. როგორც აღმოჩნდა, სხდომათა დარბაზში კენჭისყრისას კობა სუბელიანი საერთოდ არ იმყოფებოდა, რის გამოც ,,ნაციონალური მოძრაობა“ მისი ხმის გამოთხოვას ითხოვს, რაც შეეხება ორ დეპუტატს, როგორც ,,ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ამბობენ, მათზე მოხდა შანტაჟი პირდაპირ შინაგან საქმეთა სამინისტროდან და სწორედ ამის გამო დააფიქსირეს ვეტოს დაძლევის სასარგებლოდ საკუთარი ხმა. ოპოზიცია ამ ხმების გამოთხოვასაც ითხოვს, თუმცა ეს შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ დეპუტატები თავად საკუთარ ხმას თავად გამოითხოვენ.
,,ერთი ხმა ნაციონალური მოძრაობიდან მიიღო უმრავლესობამ და ეს ერთი ხამ არის სამოელ პეტროსიანის. დღეს როცა იხილებოდა კანონი შსს მიერ მოსმენების შესახებ, ჩვენ ზუსტად ჩვენი თვალით ვუყურეთ, როგორ ხდებოდა ამ ადამიანის მიმართ ზეწოლა, სწორედ შს სამინისტროს მხირდან. ის სხვადასხვა მეთოდებით აუძულეს მიეცათ ხმა, თუ არადა მას ემუქრებოდნენ სასჯელებით“ - განაცხადა გოკა გაბაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






