მიღებული გადაწყვეტილება უფრო წინა ვეტოს დაცვას ჰგავს, ვიდრე გონივრულ მოქმედებას. საკანონმდებლო ორგანოში, დიდი ხნის განმავლობაში მსჯელობის შემდგომ, ვიღებთ ვეტოს, რომელიც მოტივირებულია პოზიციის გამოხატვისთვის და არა ალტერნატივის შეთავაზებისთვის. ვეტოს და პოზიციას რომელიც საღამომდე ქაღალდზე დაწერილიც არ არსებობდა.
ვეტო დაიძლევა! ეს იქნება სწორი და რაციონალური გადაწყვტილება, რადგან მიუხედავად აზრთა სხვადასხვაობისა საბოლოო ვერდიქტით კანონპროექტი მხარდაჭერილია უმრავლესობის უმრავლესობის მიერ.
დაუშვებელია ქვეყანა შევიდეს საკანონმდებლო ვაკუუმში, რომლის საშიშროებაც ვეტოს დაძლევის მიუხედავად თეორიულად არსებობს. თუ პრეზიდენტი ვეტოდაძლეული კანონის ხელმოწერისთვის გამოიყენებს კონსტიტუციით მინიჭებულ 7 დღიან ვადას.
ვფიქრობ კარგი იქნება თუ გაიმიჯნება პირადი და სახელმწიფოებრივი ინტერესები. ვფიქრობ კარგი იქნება ახლა მაინც თუ გამოვალთ არა პოზიციენერებიდან, არამედ სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან.
P.s გუნდურობა გამომრჩა !!!“, - წერს შალვა კინაველიძე.
მასალის გამოყენების პირობები






