დავადასტურეთ ის, რაც იყო შევარდნაძის დროსაც, იყო ჩვენ დროსაც და არის ეხლაც - დარჩიაშვილი
პოლიტიკა - 14:48, 30 Nov, 2014     1694
რაც არ უნდა ხატოვანი წარმოსახვები მოგვაწოდოს ქალბატონმა ეკამ თავის პროექტზე, ის მაინც რჩება თვალთმაქცობად, - ამის შესახებ უმცირესობის წევრმა დავით დარჩიაშვილმა პარლამენტში ფარული მოსმენების "გასაღებთან" დაკავშირებით პრეზიდენტის მიერ წარმოდგენილი შენიშვნების განხილისას განაცხადა.

დეპუტატის თქმით, ეკა ბესელიას მიერ წარმოდგენილი კანონპროექტით, რჩება ის, რომ შსს-ში იდგება სერვერი პროგრამული უზრუნველყოფით და მოუსმენენ მობილურ ოპერატორებს უკანონოდ მაშინ, როცა ეს მათ მოუნდებათ. ,,პერსონალური ინსპექტორი ვერ გააკონტროლებს თუკი ეს ხდება უკანონოდ. ინსპექტორი გააკონტროლებს მარტო კანონიერ მოსმენებს“, - აღნიშნა დარჩიაშვილმა.

დეპუტატმა პრეზიდენტის მიერ წარმოდგენილი შენიშვნები გააკრიტიკა. მისი თქმით, გარდა ტექნიკური ტერმინების გამოყენებისა, მოსმენების მანკიერი პარაქტიკა კვლავ გადაუჭრელი რჩება.

,,არსი საკითხის, ჩვენი საერთო ბედკრული წარსულიდან გამომდინარე, რომელიც თავს არ გვანებებს, შეიძლება გადმოიცეს რუსული მეტაფორით, რომ ,,მთამ შობა თაგუნა“ - რეალურად ხდება ის, რომ მოსამართლეს, რომელსაც შევარდნაძის დროსაც კი ჰქონდა ეს უფლება, რომ მხოლოდ მას მიეღო გადაწყვეტილება, კანონიერად როდის შეუძლია შსს-ს მოსმენა, ახლა ექნება კიდევ ერთი უფლება, რომ ელექტრონულადაც გასცეს ეს უფლება და სად იქნება სერვერი და ვინ იჯდება მასთან, ეს ყველაფერი რჩება ისევ ჰაერში და უნდა განისაზღვროს ისევ მთავრობის ანუ ღაირბაშვილის დადგენილებით. არაფერი აქედან არ იცვლება. თქვენი ეს მცდელობა, რომ პოლიტიკური წუხილი გაგზიარებინათ და მოსმენების პრაქტიკა აღგეკვეთათ, არაფერი ეს არ მოხდა და მთელი ეს დღეები თქვენის მხრიდან იყო ქარიშხალი ჭიქაში და შედეგად არაფერი არ მივიღეთ. მხოლოდ ელექტორნული ტერმინებით დავადასტურეთ ის, რაც იყო შევარდნაძის დროსაც, იყო ჩვენ დროსაც და არის ეხლაც“, - განაცხადა დარჩიაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42