ბესელიას თქმით, პრეზიდენტი საკუთარ ლოგიკას ეწინააღმდეგება, როცა მას პროცესის მონაწილედ მოსამართლე შემოჰყავს. დეპუტატი პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის პოზიციას მადების სიმცირესთან დაკავშირებით დაეთანმხა და აღნიშნა, რომ ვადა იყო მცირე და შეუძლებელი იყო დეტალებში შესვლა და სიღრმისეულად გაანალიზება.
,,რაც შეეხება განსხვავებას, პრეზიდენტი იზიარებს ორდონიან სისტემას, მაგრამ მეორე რაც არის საკონტროლო პულტს, პერსონალური დაცვის ინსპექტორიდან გადადის მოსამართლის ხელში, ანუ სასამართლოს აქვს ორივე ფუნქცია - ის იძლევა ნებართვას ფარული მოსმენის მოქმედებები რომ დაიწყოს და სასამართლოს აქვს მეორე ფუნქცია პრეზიდენტის მოსაზრებით, რომ მან უნდა მისცეს თანხმობა შს სამინისტროს ფარული საგამოძიებო მოქმედებები. ეს ჩვენთვის მიუღებელია და ეწინააღმდეგება ფუნდამენტურ პრინციპს და მიმაჩნია, რომ ამით ჩვენ მართლმსაჯულების დამოუკიდებლად განმახორციელებელ ორგანოს - სასამართლოს, მთავარ ფუნქციას ვზღუდავთ და არასწორად შემოგყავს პროცესში, ასევე ეს ეწინააღმდეგება თავად პრეზიდენტის ლოგიკას, როცა ის ამბობს, რომ პერსონალური ინსპექტორი შემოგყავთ პროცესში და ის ხდება მაკონტროლებელი და ამით კნინდება, როგორც მაკონტროლებლის ფუნქციაო. იმავე ლოგიკით ჩვენ მოსამართლესაც ვხდით პროცესის მონაწილეს და ვაკნინებთ მის ფუნქციას“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.
მასალის გამოყენების პირობები






