,,ფრაქციაში გადაწყვეტილებას მივიღებთ - ან არ მოხდება გაზიარება ან საერთოდ არ მივიღებთ კენჭისყრაში მონაწილეობას. ვეტოს დაძლევაში მონაწილეობას არ მივიღებთ, მაგრამ ვეტოს წინააღმდეგ ხმას არ მივცემთ. პრეზიდენტის შენიშვნების ნაწილი მისაღებია, მაგრამ სრულყოფილი არ არის", - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.
"თავისუფალი დემოკრატები" მხარს უჭერენ გასაღების გასვლას შსს-დან. თუმცა, ეს გულისხმობს ტექნიკური კუთხითაც სერვერთან წვდომის არქონასაც. ნინო გოგუაძე აცხადებს, რომ პრეზიდენტმა მისცა შანსი დეპუტატებს, დაფიქრდნენ და მხოლოდ აღმასრულებელი ხელისუფლების კარნახით არ მიიღონ გადაწყვეტილება.
,,ეს დამკვიდრებული მძიმე ტრადიცია გრძელდება.თუ სერვერი იქნება შსს-ში, მას ექნება შესაძლებლობა, რომ შექმნას პარალელური სისტემები და ამას ჩვენ ვერც დავინახავთ, თუ სერვერი დარჩება შსს-ში ოფიციალური სტრუქტურების გვერდის ავლით უსმენს თუ არა შსს მოქალაქეებს," - განაცხადა ნინო გოგუაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






