თბილისსა და გუანჯოუს შორის თანამშრომლობის შეთანხმება გაფორმდა
პოლიტიკა - 11:19, 30 Nov, 2014     1800
თბილისსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ერთ-ერთ უმსხვილეს ქალაქ გუანჯოუს შორის თანამშრომლობის შეთანხმება გაფორმდა. შეთანხმებას ხელი თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ და გუანჯოუს მერმა, ჩენ ძიანჰუამ მოაწერეს.

შეთანხმების მიხედვით, მხარეები წაახალისებენ ქალაქებს შორის ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას ორივე მხარის შესაბამის ინსტიტუტებთან თანამშრომლობით და ხელს შეუწყობენ მეწარმეებს, ორგანიზაციებსა და ინსტიტუტებს შორის კავშირების დამყარებას.

როგორც თბილისის მერმა განაცხადა, ბოლო პერიოდში საგრძნობლად გააქტიურდა საქართველოსა და ჩინეთის ქალაქებს შორის ურთიერთობები, რაც ორმხრივი კონტაქტების გაღრმავებისთვის მნიშვნელოვანი სტიმულია.

„განსაკუთრებით ხაზგასასმელია პარტნიორული და მეგობრული ურთიერთობა, რომელიც თბილისისა და გუანჯოუს შორის ჩამოყალიბდა. ეს ახალი ურთიერთობები ჩვენთვის მნიშვნელოვანი შენაძენია, ვინაიდან გუანჯოუ ერთ-ერთი წამყვანი ინოვაციური ქალაქია რეგიონში და ასეთ ქალაქებთან თანამშრომლობა პრიორიტეტულია“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.

თბილისის მერის თქმით, შეთანხმების გაფორმების შედეგად, მხარეები აქტიურად ითანამშრომლებენ ინვესტიციების მოზიდვისა დატურიზმის განვითარების მიმართულებით.

ხელმოწერის ცერემონიის წინ გამართულ შეხვედრაზე გუანჯოუს მერმა განაცხადა, რომ იგი იზრუნებს იმისათვის, რომ ორ ქალაქს შორის არსებობდეს ავიამიმოსვლა, რაც ტურიზმის განვითარებასა და ეკონომიკური ურთიერთობების დამყარებას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს.

მხარეებმა ასევე ისაუბრეს ორი ქალაქის ურბანული განვითარების ძირითად მიმართულებებზე. როგორც გუანჯოუს მერმა აღნიშნა, ჩინური მხარე მზად არის, ოფიციალურ თბილისს საკუთარი გამოცდილება გაუზიაროს.

შეთანხმების გაფორმების ოფიციალურ ცერემონიას საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი, ასევე, თბილისის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42