დავით უსუფაშვილის განცხადებით კონსტიტუციის მიხედვით, იმ შემთხვევაში თუ პარლამენტი დაძლევს ვეტოს, დოკუმენტი ისევ გადაიგზავნება პრეზიდენტთან და საქართველოს პრეზიდენტს ექნება 7 დღიანი ვადა იმისთვის რომ კანონპროექტს ხელი მოაწეროს. თუ პრეზიდენტი არ მოისურვებს კანონპროექტზე ხელმოწერას დოკუმენტი ისევ პარლამენტში ბრუნდება და ამ შემთხვევაში პარლამენტის თავმჯდომარეს მოუწევს კანონპროექტზე ხელის მოწერა.
დავით უსუფაშვილის განცხადებით,იმის მიუხედავად მას მოსწონს თუ არ მოსწონს აღნიშნული კანონპროექტი, მან ხელი მაინც უნდა მოაწეროს წინაარმდეგ შემთხვევაში ეს კონსტიტუციის დარღვევა იქნება.
„მე როგორც პარლამენტის თავმჯდომარეს და წევრს მაქვს ხმის უფლება კანონზე ხმის მიცემის დროს, მაგრამ მე ვეთანხმები მიღებულ კანონპროექტს თუ არა მე ვალდებული ვარ ჩემი ხელმოწერით გავუგზავნო პრეზიდენტს“- აცხადებს უსუფაშვილი.
მასალის გამოყენების პირობები






