მოსახლეობას სოფლის გამგებლები განუმარტავენ, რომ ვისაც არ ჰქონდა მოთხოვნა შეტანილი, მათ დამატებით უნდა განაცხადონ, რომ აიღონ რუსული პასპორტი. ადგილობრივებს დეფაქტო ხელისუფლება ამისათვის პრივილეგიებს ჰპირდება, კერძოდ, კომუნალურ და მათ შორის მიწის გადასახადზე სარგებლობისათვის.
პასპორტიზაციის პორცესი, ჯერ კიდევ ბაღაფშის დროს, რუსეთთან ეკონომიკური ხელშეკრულების ხელმოწერისას, აფხაზეთისთვის რუსეთის მიერ გაწერილი აუცილებლად შესასრულებელი დებულება იყო, თუმცა, მოსახლეობისთვის ეს სავალდებულო არ ყოფილა და სოხუმის მაშინდელი დეფაქტო მთავრობა ამის გამო მოსახლეობის ზეწოლას არ ახდენდა. დღეს კი ხაჯიმბას სეპარატისტული ხელისუფლება ამას სავალდებულოს ხდის.
კრემლი მორიგ გეგმას ამზადებს. თუკი აფხაზი მოსხლეობა საპროტესტო დემონსტრაციებს დაგეგმავს სოხუმს და მოსკოვს შორის გაფორმებულ ხელშეკრულების წინააღმდეგ, აფხაზეთის სეპარატისტული ხელისუფლება რეფერენდუმის ჩატარებას გეგმავს, რომლისთვისაც კრემლს აუცილებლად დასჭირდება მოსახლეობის აღწერა და იქ რუსეთის მოქალაქეების სიჭარბე, რაც რეფერენდუმში მათთვის სასარგებლო შედეგის დასადებად მთავარი პირობაა.
აფხაზეთში უკვე დაწყებულია მოსახლეობის საყოველთაო აღწერის პროცესი.
მასალის გამოყენების პირობები






