შს მინისტრის პირველი მოადგილის განცხადებით თუ პროცესები სწრაფად არ წარიმართა შეიძლება გარკვეული პერიოდის განმავლობაში მოსმენები საერთოდ შეწყდება, სამართლებრივ ვაკუუმს გამოიწვევს.
ეს გადაწყვეტილება არის მოუმზადებელი და უპასუხისმგებლო - განაცხადა ლევან იზორიამ, „პრეზიდენტის ვეტო საერთოდ ნონსენსია, ვეტო თავისი ბუნებით ითვალისწინებს სამართლებრივ შენიშვნებს პირველ რიგში იმ კანონპროექტთან დაკავშირებით, რომელიც პარლამენტმა მიიღო, გავიდა განცხადებიდან 5 სააათი და ჯერ კიდევ არ არის მომზადებული, ამიტომ ასეთ თემებთან, რომელიც ქვეყნის უსაფრთხოებას უკავშირდება ასეთი მოუმზადებელი და უპასუხისმგებლო დამოკიდებულება ქვეყნის უსაფრთხოებას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს.“- აცხადებ იზორია
იზორიას თქმით ვეტოს დაძლევის შემთხვევაშიც სამართლებრივი ვაკუუმის არსებობის საფრთხე მაინც არსებობს:
„ვეტო თუ დაძლეული იქნა, კანონზე ხელმოწერასაც დრო სჭირდება. ვეტოს დაძლევიდან 7 დღის განმავლობაში პრეზიდენტმა ხელი უნდა მოაწეროს კანონპროექტს, ამასთანავე არავინ არ იცის მოაწერს თუ არა ის ხელს ამ კანონს, შესაბამისად ეს აჩენს კითხვებს რა იქნება იმ პერიოდში. ვეტოს დაძლევის შემთხვევაშიც კი სამართლებრივი ვაკუუმი რეალური ხდება.
პრეზიდენტის მიერ ვეტოს დადება ერთგვარმა გამოუცდელობამ განაპირობა. მომავალში თუ ამის სურვილი ისევ გაუჩნდება, სასურველი იქნება, რომ მოემზადოს, აწონ-დაწონოს და შესაბამისად მიიღოს გადაწყვეტილება. ასეთი მოუმზადებელი და უპასუხისმგებლო გადაწყვეტილების გამო ჩვენ, მათ შორის პრეზიდენტმაც პასუხი უნდა გავცეთ მოსახლეობას“- აღნიშნა იზორიამ.
მასალის გამოყენების პირობები






